სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ძალიან ემოციურია, როცა საკუთარ უნივერსიტეტში, საქართველოს პრეზიდენტის რანგში ბრუნდები.
"47 წელი გავიდა მას შემდეგ რაც აქ ვსწავლობდი და 9 წლის განმავლობაში ვასწავლიდი, ამიტომ ეს ადგილი ჩემი ცხოვრების ნაწილია. ძალიან ემოციურია ეს დღე ჩემთვის, როცა აქ ბრუნდები, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და გისმენენ, როგორც პრეზიდენტს.
შევეცადე მე დღეს მათთვის მეთქვა, რა იმედები მაქვს საქართველოს შესახებ. ყველამ ვიცით რა გამოწვევები და პრობლემები გვაქვს, მაგრამ არის იმედი და არის გზა წინ, მე სწორედ ამ გზაზე მინდოდა მესაუბრა.
ძალიან გამიხარდა, რომ ამ ინსტიტუტში არიან ქართველი სტუდენტები, ქართველი გოგონები, მომავალი პრეზიდენტები,“ - აღნიშნა საჯარო ლექციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.