საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის, არჩილ ტატუნაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი უმცროსი სერჟანტის, მოწამეობრივი სიკვდილდან 1 წელი გავიდა.
არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქესთან ერთად ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ იგი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.