საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნოვრუზ მამედოვს სამუშაო ლანჩზე შეხვდა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის მეგობრობასა და თანამშრომლობაზე.
აღინიშნა, რომ საქართველო - აზერბაიჯანს შორის არსებული გამორჩეული პარტნიორობა და ერთობლივი ენერგო და სატრანსპორტო პროექტების მიმართ ერთგული დამოკიდებულება უკეთესი მომავლის მომტანია მილიონობით ადამიანისთვის რეგიონსა, თუ მსოფლიოში.