საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს ვიქტორას პრანცკიეტისს სამუშაო ლანჩზე შეხვდა.
მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა, როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების საპარლამენტო ფორმატების ფარგლებში, რომელიც პასუხობს საქართველოსა და ლიეტუვის საერთო ღირებულებებს, ინტერესებსა და გამოწვევებს.
ხაზი გაესვა ევროკავშირთან სხვა პოტენციური თანამშრომლობის ფორმატების მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობას, კულტურის, განათლების, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მიმართულებით.
ლიეტუვას პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, დეპუტატ ბექა ოდიშარიას განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ქართული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა. შესაბამისად, კოლეგებისაგან მიღებული რჩევები ძალიან საინტერესო და ღირებულია.