საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ერევანში კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი „ტუმო“ დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
სალომე ზურაბიშვილი მოზარდებს გაესაუბრა, რომლებიც ცენტრში IT-სფეროში საქმიანობას – ანიმაციის, თამაშების, რობოტების შექმნას და პროგრამირებას ეუფლებიან.პრეზიდენტსა და სახელმწიფო დელეგაციას ,,ტუმოში" ცენტრის დირექტორმა უმასპინძლა.