საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენლს რუდოლფ მიხალკას შეხვდა.
შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტს რუდოლფ მიხალკამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ბოლო პერიოდში, განხორციელებული ვიზიტების შესახებ.
თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ძმიმე, ჰუმანიტარულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების გახშირებული დარღვევების ფაქტებს.
ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა, ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზური ენის შესწავლის შეზღუდვის პრობლემზე და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოსახლეობის რუსიფიკაციის პროცესი, მოსახლეობას ურიგდება რუსული პასპორტები, ექმნება თავისუფლად გადაადგილების პრობლემა და სამოცდასამი დღის განმავლობაში, ჩაკეტილი იყო ცხინვალის რეგიონთან დამაკავშირებელი გადასასვლელი პუნქტები.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების საერთაშორისო ფორმატმა ტექნიკური ხასიათი მიიღო და აღნიშნული ფორმატის შედეგიანობის გაზრდისათვის, საქართველოს მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო პარტნიორების თანადგომით, საჭიროა, ფორმატის მაღალ პოლიტიკურ დონეზე აყვანა.