​საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომს შეხვდა.
 
შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროკავშირთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, განსაკუთრებით კულტურის განათლებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით.
 
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით არსებობს რეალისტური მოლოდინები, თუმცა უნდა იყოს ასევე წინსვლის დინამიკა. ამ კუთხით საქართველოს აქვს კონკრეტული ხედვა და პოზიციები. მხარეებმა ისაუბრეს ასევე ცირკულარული მიგრაციისა და პროფესიული განვათარების შესაძლებლობების საკითხებზე.
 
განიხილეს რეგიონში საქართველოს როლი, სატრანსპორტო კორიდორის მნიშვნელობა ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, ტურიზმის განვითარება, ახალი სამრეწველო ინდუსტრიების წამოწევისა და მათი საექსპორტო პოტენციალის ზრდის საკითხები.
ევროკომისიის დელეგაციამ მზადყოფნა გამოთქვა კვლავ განაგრძოს საქარათველოში მიმდინარე რეფოემების მხარაჭერა და გააღრმავოს თანამშრომლობა შეხვედრაზე განხილულ საკითხებთნ დაკავშირებით.
 
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ევროკავშირთან შესაბისობის სტანდარტების კიდევ უფრო დახვეწისა და ფიტოსანიტარული და ლაბირატორიული შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ვანია და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია სულავა.
 

სხვა სიახლეები