​საქართველოს პრეზიდენტი ბოლნისს ეწვია


საქართველოს პრეზიდენტი, ქვემო ქართლის რეგიონში სტუმრობისას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

პრეზიდენტმა ახალი შენობის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა, რომლის მეორე ეტაპის სამუშაოებიც 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება და მასში ბოლნისის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული 3774 ექსპონატი განთავსდება.

სალომე ზურაბიშვილი ბოლნისის სიონსაც ეწვია. ტაძარში საქართველოს პრეზიდენტს ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ეფრემმა უმასპინძლა და ეკლესიის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ბოლნისში გაისეირნა და ბოლნისის გერმანული უბანი დაათვალიერა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან