​საქართველოს პრეზიდენტი იტალიელი მხატვრის, ჯორჯო დე კირიკოს გამოფენის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნულ გალერეაში მეოცე საუკუნის იტალიელი მხატვრის, ჯორჯო დე კირიკოს გამოფენის ,,ეზოთერიკოსი დე კირიკო. მოგზაური ორ სამყაროს შორის” გახსნას დაესწრო.


სალომე ზურაბიშვილმა გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ დე კირიკოს გამოფენა ნამდვილი საჩუქარია ქართული საზოგადოებისათვის.
პრეზიდენტის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ იტალია აკეთებს იმას, რისთვისაც მთელი ევროპა ემზადება, რომ 2019 წელი ევროპის კულტურული სეზონი გახდეს საქართველოში, რაც ყველაზე უფრო მეტი დაახლოება ევროპასთან.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ იმართება ევროპული დონის გამოფენები. ეს არის ის დონე, რომელსაც შეხვდებით პარიზში, რომსა და ევროპის დედაქალაქებში. ასეთი ნაბიჯებით ნელ-ნელა ვარწმუნებთ ყველას, რომ ჩვენ ვართ კულტურული ევროპის წევრი, ვეკუთვნით მას და ჩვენი ცივილიზაციითა და ჩვენი წარსულით გვაქვს ის კულტურული დონე, რითაც შეგვიძლია არ ჩამოვრჩეთ ევროპას“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოში იტალიის ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადებით, დე კირიტოს შემოქმედების მიზანია, რეალობასა და ოცნებას შორის გადოს ხიდი. ცხენები მამაკაცურ ძალოვნებაზე მიგვანიშნებენ, რომლებიც მითოლოგიაზე არიან გადაჯაჭვულნი, თოჯინები კი, ადამიანის მარტოხელობას ასახავენ.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან