​საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მცხეთის მუზეუმის საექსპოზიციო კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მცხეთის მუზეუმის საექსპოზიციო კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.
 

პრეზენტაცია სტუმრებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პარტნიორის, პოლონური ინსტიტუტის, მოწვეულმა სპეციალისტმა, მუზეუმის დიზაინერმა მიროსლავ ნიჟომ წარუდგინა, რომელიც მცხეთის მუზეუმის პროექტზე უკვე 5 თვეა მუშაობს. კულტურის განათლებისა და მეცნიერების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის კოტე ნაცვლიშვილის განცხადებით, მიროსლავ ნიჟო მსოლფიოში ერთ - ერთი საუკეთესო სპეციალისტია და მას რამდენიმე, მსოფლიოში ცნობილი მუზეუმის კონცეფცია ეკუთვნის, მათ შორის - ებრაული მუზეუმი ვარშავაში და ჰოლოდომორის მუზეუმი უკრაინაში, რომელიც დასრულების სტადიაშია.

პრეზიდენტის თქმით მისთვის დიდი პატივია, რომ უმასპინძლოს ასეთი ტიპის კულტურულ შეხვედრას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის სასახლეში ტარდება მცხეთის მუზეუმის საექსპოზიციო კონცეფციის პრეზენტაცია

„მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს პოლონელ მეგობრებს, რომლებიც ჩვენთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობენ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კულტურა და რეგიონში განვითარებული კულტურა ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - განცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მცხეთის მუზეუმის რეკონსტრუქციის პროექტის არქიტექტურული ნაწილის ავტორი ზაზა იაშვილია და ის მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებითა და მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ხორციელდება. შენობა მცხეთის ისტორიულ ზონაში მდებარეობს, რომელიც იუნესკოს დაცვის ქვეშაა. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ: პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი, საქართველოში პოლონური ინსტიტუტის დირექტორი ლეხ კონჩაკი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ეროვნული მუზეუმის, ICOM Georgia-ს, DOCOMOMO Georgia-ს ხელმძღვანელები

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან