პრეზიდენტის ადმინისტრაცია ,,დედამიწის საათის" აღსანიშნავ კამპანიას უერთდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მსოფლიო მასშტაბის გარემოსდაცვითი კამპანიას - "დედამიწის საათი" უერთდება. 
 
აქციის ფარგლებში, დღეს პრეზიდენტის სასახლის განათება ერთი საათით - 20:30 საათიდან 21:30 საათამდე გამოირთვება.
 
,,დედამიწის საათი” პლანეტის დასაცავი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც მარტის თვის ბოლო შაბათს ტარდება. 
 
ამ დღეს მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს  ელექტროენერგიის გამოყენებაზე. 
 
ღონისძიების მთავარი მიზანი კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და გარემოს სასარგებლოდ შეცვლაა.
 

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან