​პრეზიდენტი „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“ კონცერტს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის თეატრში გამართულ კონცერტს „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“ დაესწრო.
საღამოზე შესრულდა მე-19 საუკუნის ბოლოს თურქეთში, კერძოდ, ინეგოლში გადასახლებული აჭარლების ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები, რომლებმაც თურქეთში მცხოვრებ ქართველთა შორის, ყველაზე კარგად შემოინახეს ტრადიციული სასიმღერო და საცეკვაო კულტურა. მათ რეპერტუარშია ასევე,

აფხაზური საცეკვაო ფოლკლორიც. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთში მცხოვრები ქართველები მართლაც რომ გმირები არიან, რადგან მათ შეინარჩუნეს ქართული ენა და ქართული კულტურა. ,,14 აპრილს დედაენის- სახელმწიფო ენის დღე აღვნიშნეთ, თურქეთში მცხოვრები ქართველები, რომლებიც იქ იყვნენ გადასახლებულნი, მართლაც გმირები არიან, მათ შეინარჩუნეს არა მხოლოდ ენა, არამედ ის ქართული ტრადიციებიც, რომლებიც დღეს იყო სცენაზე ნაჩვენები. რაც იმის ნიშანია, რომ თუ არის ნება,

თუ არსებობს სურვილი, რომ არ დაკარგო შენი კულტურა, შეიძლება ყველა პირობებში და ყველა ადგილას შევინარჩუნოთ ის. ეს უნდა იყოს ჩვენთვის დიდი იმედის მომცემი. ეს ხალხია სწორედ ჩვენი კავშირი თურქეთთან, უნდა დავეხმაროთ მათ და ყველანაირად შევინარჩუნოთ ეს კულტურა. ამას ჩემთვის სხვა, განსაკუთრებული მნიშვნელობაც აქვს, რადგან მამაჩემი და აჰმეთ ოზქან მელაშვილი ახლო მეგობრები იყვნენ, თავის დროზე მიწერ-მოწერაც ჰქონდათ და შემდეგ მამაჩემი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩამოვიდა და ჰქონდა მათთან ურთიერთობა. ასე რომ, ძალიან ბევრი რამ მახსენდება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან