სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის და კვიპროსის სახელმწიფო დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.
დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა კვიპროსის და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, საქართველოს და კვიპროსის პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს ერთმანეთს.
კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რომელიც ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობში პირველად სტუმრობს საქართველოს, სალომე ზურაბიშვილს კვიპროსის დელეგაცია წარუდგინა.
კვიპროსის რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს ხრისტოდულიდისი, კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობის სპიკერი პროდრომოს პროდრომუ, კვიპროსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კირიაკოს კენევეზოსი, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის დიპლომატიური სამსახურის დირექტორის მოადგილე ჰელენა მინა, კვიპროსის რესპუბლიკის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელი პანტელის პანტელიდისი, კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები: ნეოფიტოს კონსტანტინუ და ჯორჯ სტავრინუ.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისის საქართველოს დელეგაცია გააცნო. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკის განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში რევაზ ლომინაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია სულავა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი.