სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გაიმართა.
სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდის მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საკითხის წამოწევისათვის. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერია.
ყველა საერთაშორისო და დიდ ფორუმზე იყენებს შესაძლებლობას საქართველოს მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატოს.