საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პოლონეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის მემორიალი. პრეზიდენტმა ასევე პატივი მიაგო 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკის აეროდრომთან კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას, რომელთა შორისაც იყვნენ პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და სამთავრობო დელეგაცია.