საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვარშავაში, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის სამლოცველოს ეწვია და მართლმადიდებლური ხატების მუზეუმი დაათვალიერა. პრეზიდენტს სამლოცველოში მამა ჰენრიკ პაპროცკიმ უმასპინძლა. საქართველოს პრეზიდენტმა მუზეუმის საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა და სამლოცველოს საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი შესწირა.