საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდა, რომლებიც მედიის განვითარების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე, დეზინფორმაციისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების პრობლემებზე მუშაობენ.
პრეზიდენტმა დიპლომატებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას საპარლამენტო გამოსვლისას წარუდგინა. ისაუბრა საზოგადოების წინაშე მდგარ პრობლემებზე, დაგროვილი აგრესიის, პოლარიზების, ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ. შეხვედრისას აღნიშნული საკითხების გარშემო ელჩებმაც გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და პრეზიდენტს კონკრეტული მიმართულებებით მხარდაჭერა აღუთქვეს.