ნათია სულავამ იტალიელ ქართველოლოგს, ლუიჯი მაგაროტოს ნომინაციაში ,,საქართველოს უცხოელი მეგობარი" გამარჯვებულის ჯილდო გადასცა


პრეზიდენტის სახელით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია სულავამ იტალიელ ქართველოლოგს, ლუიჯი მაგაროტოს ნომინაციაში ,,საქართველოს უცხოელი მეგობარი" გამარჯვებულის ჯილდო გადასცა.

დაჯილდოება პროექტის „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის საერთაშორისო ცენტრი და ევროკავშირი ახორციელებდა. პროექტი მიზნად ისახავდა საზღვარგარეთ მცხოვრები და მოღვაწე თანამემამულეებისა და უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების გამოვლენას, ვისაც საკუთარი საქმიანობით წვლილი შეაქვს საქართველოს განვითარების, საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტის, მეცნიერების პოპულარიზაციაში.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ანტიკური ხანის ქართული ოქრომჭედლობის და საქართველოს მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშის, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვებული და გადარჩენილი საგანძურის ერთ-ერთი ექსპონატის ასლით.

სხვა სიახლეები