პრეზიდენტმა ესტონეთის დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირებ პატივი მიაგო და კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალი დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა ტალინში ესტონეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალი დაათვალიერა.

კომუნისტურ რეჟიმს 1940-1991 წლებში ესტონეთში მოსახლეობის მეხუთედი ემსხვერპლა - 75 000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, დააპატიმრეს ან გადაასახლეს. 

მემორიალი, რომელიც ტალინში გასულ წელს გაიხსნა ორი ნაწილისაგან შედგება - „მოგზაურობის კედელი“ (Wall of Journey) და „სახლის ბაღი“ (Home Garden).

სხვა სიახლეები