პრეზიდენტი ,,ბაქტერიოფაგს“ და ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი ელიავას სახელობის კვლევით ინსტიტუტ ,,ბაქტერიოფაგს“ და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯს ესტუმრა.
​პრეზიდენტმა ,,ბაქტერიოფაგშიფაგოთერაპიის ცენტრი, სასწავლო ლაბორატორიები, მუზეუმი და ბიბლიოთეკა დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. სალომე ზურაბიშვილი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯში სტუდენტების სწავლების მეთოდებს, სასწავლო გაცვლით პროგრამებსა და სამომავლო დასაქმების სქემას გაეცნო და სიმულაციის ოთახი, ბიბლიოთეკა, კოლეჯი და უნივერსიტეტის სტუდენტების სალექციო აუდიტორიები დაათვალიერა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან