​ ისტორიული ქალაქების დაგეგმარებისა და მართვის საკანონმდებლო საკითხებზე მეორე შეხვედრა გაიმართა

პრეზიდენტის სასახლეში დღეს ისტორიული ქალაქების დაგეგმარებისა და მართვის საკანონმდებლო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მეორე შეხვედრა ჩატარდა.
კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა საქართველოს პრეზიდენტის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაცია განაგრძობს თანამშრომლობისა და ღიაობის პოლიტიკას, როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ასევე საზოგადოებისა და დარგის სპეციალისტების წარმომადგენლებთან.
 

სამუშაო შეხვედრების სამდღიანი ციკლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საფრანგეთის ღირსშესანიშნავი ადგილებისა და ქალაქების ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში იმართება.

სამუშაო პროცესში ფრანგ სპეციალისტებთან ერთად ჩართული არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სახელმწიფო დარგობრივი უწყებების, თბილისის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის, ICOMOS საქართველოს წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.
ვორქშოფის მიზანი ისტორიული ქალაქების მართვის კუთხით საფრანგეთის გამოცდილების გაზიარება და საქართველოში საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებისათვის ერთობლივი რეკომენდაციების ჩამოყალიბებაა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან