საქართველოს პრეზიდენტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტების სადიპლომო ნამუშევრების ჩვენებას დაესწრო.
,,ეს არის ქართული ნიჭის ზეიმი“, - ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი სტუდენტების ნამუშევრები და აღნიშნა, რომ საქართველო ამ ნიჭითა და ორიგინალური შემოქმედებით შევდივართ ევროპის კულტურულ ოჯახში.
,,დღეს ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიოში ქართველი დიზაინერები ძალიან წარმატებულები არიან და აქ არის მომავალი თაობა, რომელიც ორიგინალური შემოქმედებით გამოირჩევა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სხვადასხვა კომპანიის რჩეულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირების პროგრამები გაიარონ.