პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემასა და ამ პროგრამის ეფექტიანი მართვის მექნიზმებზე და სოციალურად დაუცველ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებისა შესახებ საკუთარი ხედვაც წარუდგინა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ბავშვთა ონკოლოგიასა და ქვეყანაში სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარების საკითხებს.