სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ არ ვივიწყებთ მომხდარ ტრაგედიას, მაგრამ ვაგრძელებთ სვლას მომავლისკენ

8 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ გრემისხევში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

„ჩვენ არ ვივიწყებთ მომხდარ ტრაგედიას, მაგრამ მიმაჩნია, რომ მიუღებელია მხოლოდ წარსულზე ფიქრი. დღევანდელი დღე უნდა ვაქციოთ იმედის დღედ. ამისათვის კი, მთავარი ძალისხმევა ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობისა და მხარდაჭერისაკენ უნდა მივმართოთ“ , - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ქვეყნის განვითარებისთვის, ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „დღეს თქვენ, საოკუპაციო ხაზის პირისპირ მდგარი, ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი საქართველოს ჯარისკაცები ხართ, ამიტომაც აუცილებელია თქვენი ყოფის შემსუბუქება, დახმარება და თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობასთან საუბრისას

 

საქართველოს პრეზიდენტი გრემისხევს ერთი თვის წინ თიჯრობის დღესასწაულზე ესტუმრა და ადგილობრივი მოსახლეობას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის, უგზოობის მოგვარებას დაჰპირდა. დღეს პრეზიდენტმა გრემისხევის მაცხოვრებლებს ამ პრობლემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გააცნო - 12 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის მშენებლობა, მომავალ წელს დაიწყება. 

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან