საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოში 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საპატიო პრეზიდენტს და იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს იოშირო მორისს შეხვდა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო სპორტის მიმართულებით საქართველო-იაპონიის ურთიერთობას და ტოკიოს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშების საორგანიზაციო საკითხებს. იოშირო მორი სალომე ზურაბიშვილს დაჰპირდა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ყველაფერს გააკეთებს საქართველოს სათანადო მასპინძლობისათვის.