საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ლოტბარი და პედაგოგი ჯემალ ჭელიძე ღირსების ორდენით, ხოლო ოზურგეთის ფოლკლორულ ანსამბლ ,,შვიდკაცასა“ და ,,იადონის“ წევრები ღირსების მედლით დააჯილდოვა.
ძიმა ბაქანიძეს, თენგიზ გოლიაძეს, თამაზ თავდუმაძეს, გელა ლომჯარიას, გიორგი ნიკოლაიშვილს, ნოდარ როყუას, მოსე სვანაძეს, ალექსანდრე ბურჭულაძეს, ჯემალ ჭელიძესა და გია ებრალიძეს საქართველოს პრეზიდენტის სახელით, სახელმწიფო ჯილდოები ოზურგეთობის სახალხო დღესასწაულზე საზეიმოდ გადაეცათ. ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მმართველობის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში გია ებრალიძე.