საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახლადდანიშნულ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პრეზიდენტს სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.