პრეზიდენტმა ფოლკლორის სფეროს წარმომადგენლები ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის, ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისა და ღირსეული სამსახურისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა: საქართველოს ფოლკლორის ცენტრის მთავარი რედაქტორი ვენერა ასიეშვილი, საქართველოს ფოლკლორის ცენტრის არქივის ხელმძღვანელი ნანა კალანდაძე და ფოლკლორული ანსამბლის "ფესვები" სამხატვრო ხელმძღვანელი დავით უზნაძე. 
 

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ფოლკლორის ცენტრს მისი წარმატებული საქმიანობისათვის და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო მთლიანად ფოლკლორის ცენტრს ეკუთვნის, რადგან იგი ძალიან წარმატებულ საქმიანობას ეწევა და ძალიან ღირებულია თითოეული ჩვენგანისათვის. 
 

სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონია დღეს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ცენტრის საქმიანობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას გაიმართა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან