- მეამაყება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია 29 წელია, ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის პირველივე ეტაპიდან, დამოუკიდებელი საქართველოს სადარაჯოზე დგას და დღემდე საკუთარი ხალხის სიმშვიდისა და უსაფრთხოების დაცვის სამსახურშია.
ქართველი ხალხის სახელით მადლობას ვუხდი მათ იმ თავდადებისათვის, რომლითაც საკუთარ ხალხსა და ქვეყანას ემსახურებიან და ვულოცავ ამ თარიღს!
პატივს მივაგებ იმ მებრძოლთა ნათელ ხსოვნას, ვინც თავი გაწირა ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის.