უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა მოიწვია და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა
გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ახალ წელს თავის ოჯახთან ერთად შეხვდეს.
პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი ნაბიჯები რეგიონში შექმნილი ვითარების დეესკალაციას ხელს არ უწყობს, ჩვენს რეგიონს კი, სტაბილურობა სჭირდება. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიმართა ელჩებს, რომ აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ.
დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი იმედს გამოთქვამს, რომ ექიმი თავის ოჯახს, რაც შეიძლებს სწრაფად დაუბრუნდება.
გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში იმედოვნებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე, რომელიც უკანონოდაა დაკავებული, ჰუმანიტარული გადაწყვეტის გზა მოიძებნება.