საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ესაუბრა და ცხინვალის ციხიდან გათავისუფლება მიულოცა
პრეზიდენტი მოხარულია, რომ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ექიმი შობა - ახალი წლის დღესასწაულებს ოჯახთან და ახლობლებთნ ერთად შეხვდება.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზოგადოებას და ყველას, ვინც აქტიურად იყო ჩართული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში.