საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს უმასპინძლა და გათავისუფლება პირადად მიულოცა.
სალომე ზურაბიშვილმა ექიმსა და მის ოჯახს დამდეგი შობა - ახალი წლის დღესასწაული მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
"საზოგადოება მოუთმენლად ელოდა ციხიდან თქვენს გათავისუფლებას. ამ ფაქტმა მომავლის იმედი გაგვიჩინა", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ვაჟა გაფრინდაშვილს.
შეხვედრისას პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობასა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში.