საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კალანდობას სოფელ შემოქმედში ჩხატარაშვილების ექვსშვილიან ოჯახში შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კალანდობას გურიის რეგიონში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ჩხატარაშვილების ექვსშვილიან ოჯახში შეხვდა.

პრეზიდენტი ჩხატარაშვილების ოჯახში მეკვლედ მივიდა, საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. "დიდი მადლობა ჩხატარაშვილების ექვსშვილიან ოჯახს მასპინძლობისთვის სოფელ შემოქმედში! მინდა სრულიად საქართველოს გურიიდან მოგილოცოთ კალანდობა!
 
მეკვლე სხვა დროს და სხვა ადგილასაც ვყოფილვარ, მაგრამ ამ დროს გურიაში პირველად ვარ.
 
კალანდობა ერთ-ერთი იმ ტრადიციათაგანია, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა. ეს და სხვა მხარეების ძლიერი ტრადიციები, მათი ერთიანობა, ქმნის საქართველოს!"

პრეზიდენტთან ერთად ჩხატარაშვილების ოჯახს კალანდობა გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ მიულოცა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან