სალომე ზურაბიშვილი - არსებობს გარკვეული კრიტიკა, მაგრამ საქართველო ვითარდება, შენდება და აშენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში სამუშაო ვიზიტისას ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.
 
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს პროდუქტიული შეხვედრისა და იმ პირადი წვლილისათვის, რომელიც მას მიუძღვის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტობისათვის საქართველოს მოსამზადებელ ეტაპზე.
 
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შეხვედრისას განიხილეს საქართველოს საქმიანობის 4 პრიორიტეტი. საქართველო იმედოვნებს, რომ ყველა ამ მიმართულებით დიდ პროგრესს აჩვენებს.
 
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ევროპის საბჭოს ძალიან აქტიური წევრი იქნება. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული კრიტიკა, მაგრამ საქართველო ვითარდება, შენდება და აშენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ამის დამადასტურებელი პროგრესი სახეზეა.
 
საქართველო ძალიან მადლიერია კონსოლიდაციის ანგარიშის გამო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რადგან ის ერთადერთია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რეალურ ვითარებას ასახავს.
 
ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქართველოს ძალიან რთული თვე ჰქონდა. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება სწორედ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის შედეგია. ეს იმის ნიშანია, რომ, როცა საკითხის გარშემო ყველა ერთიანდება, შედეგის მიღება შესაძლებელია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
 

სხვა სიახლეები