​ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი დუნია მიატოვიჩი მიმდინარე წელს საქართველოს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტმა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმებთან და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

შეხვედრაზე, რომელიც სტრასბურგში, პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტისას გაიმართა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში და აღნიშნეს, რომ სიძულვილის ენის შეზღუდვა არ ნიშნავს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას.
საქართველოს პრეზიდენტმა ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში მოიწვია.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან