საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა ევროპარლამენტს

 

მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო,

მადლობას გიხდით თქვენ და მადლობას ვუხდი ყველას, იმ შესაძლებლობისათვის, რომელიც საქართველოსთვის ამ ძალზედ გადამწყვეტ მომენტში მომეცა, რათა გამოვსულიყავი აქ და შემძლებოდა იმის ჩვენება, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება. მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო ევროპარლამენტარების დელეგაციას, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდა, რაც ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს გადამწყვეტი მომენტია, რადგან გარკვეულ დღეებში თავს ვგრძნობთ ისე, თითქოს 1921 წელში ვიმყოფებით, რომ რაღაცები მეორდება და ალბათ, სწორედ ეს ხსნის იმ სიმამაცესა და მიზანდასახულობას, რომლითაც დღეს ქართველი ხალხი რეაგირებს იმაზე, რასაც ხედავს - მათი თავისუფლების, მომავლისა და გარკვეულწილად, დამოუკიდებლობის ჩამორთმევაზე - თუნდაც ფორმალურად ეს ასე არ იყოს.

უკვე 21 დღეა ხალხი ქუჩაშია, ქუჩაშია ღამით და მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტი დღის განმავლობაშიც. პრაქტიკულად, ამ მოძრაობამ ახლა მთელი საზოგადოება მოიცვა, მაგრამ ეს მხოლოდ 21 დღის პროტესტი არაა, ეს საპროტესტო აქციები არჩევნების შემდეგ დაიწყო. საპროტესტო აქციები იყო, როდესაც რუსული კანონი პირველად შემოიღეს, ეს პროტესტი იყო გასულ გაზაფხულზე, როდესაც რუსული კანონი მეორედ შემოიღეს და ეს პროტესტი საქართველოს ახასიათებს ყოველთვის, როცა გრძნობს, რომ მის თავისუფლებას, ევროპულობასა და დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება.  

საქართველოში მასობრივი პროტესტი სოციალურ პირობებთან დაკავშირებით არასდროს ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ამის უამრავი მიზეზი არსებობდა, რადგან ქვეყანაში არც თუ ისე დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა, მაგრამ ერთადერთი შემთხვევა, როცა საქართველოში ხალხი ქუჩაში მასობრივად გამოდის არის მაშინ, როცა გრძნობს, რომ სასწორზეა მისთვის ეგზისტენციალური საკითხი და დღეს სწორედ ეს შემთხვევაა.

ეს ძალიან მშვიდობიანი მოძრაობაა, ძალიან მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა, რომელიც მხოლოდ ორ რამეს ითხოვს: -  დამიბრუნეთ ჩემი მოპარული ხმა, დამიბრუნეთ ჩემი ევროპული მომავალი! - ეს არის ახალი არჩევნების მოთხოვნა! [ტაში]. ამ თვალსაზრისით, ეს რევოლუციური მოძრაობა არ არის, რადგან არ არსებობს მოთხოვნები, ვინ რომელი ძალაუფლებიდან უნდა განიდევნოს. მართლაც ასეა - დავუბრუნდეთ არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან გარემოში და დემოკრატიული გზით ვნახოთ რა არის და სად არის დღეს ქართველი ხალხის ნება, რომლის გამოვლენასაც ისინი ქუჩაში ცდილობენ.

საქართველოს ორი მხარე არ არსებობს, იყო ამის წარმოჩენის მცდელობა, რომ ვითომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივდიოდით. არ არსებობს ორი ნაწილი - ერთ მხარესაა ქართველი ხალხი და მეორე მხარეს ერთი პარტიის რეპრესიული აპარატი. სულ ესაა! მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია (და ამას დავუბრუნდები) ძალიან მკაფიოდ რუსულ გზას დაადგა, უნდათ თავი მაინც ისე მოაჩვენონ ხალხს, რომ თითქოს როგორღაც დაუბრუნდებიან ევროპას. რატომ?! იმიტომ რომ მათ მხარდამჭერთა ყველა წრეს - ხალხს ევროპული გზა უნდა, როგორც ამას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ამბობს საქართველოს მოსახლეობის 80-90%-ი ყველა გამოკითხვასა და არჩევნებში. ასე რომ, თუ „ქართული ოცნების“ ლიდერებს სურთ ოცნების რაღაც ნაწილი ჰქონდეთ, ეს იმედი როგორმე უნდა შეინარჩუნონ.

ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ რუსული გზა არჩევნებამდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო (შესაძლოა, ჩვენ ვერ დავინახეთ ეს; შეაძლოა, მეც საკამრისად მკაფიოდ ვერ დავინახე). ეს რეალურად, 2019 წელს გავრილოვის ინციდენტით დაიწყო (შეიძლება გახსოვდეთ), როდესაც ეს რუსი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის [სავარძლის] დასაკავებლად მიიწვიეს, რაც ძალიან უცნაური იყო; შემდეგ COVID-19-ის პანდემიის გამო ეს [ფაქტი] დავიწყებას მიეცა, მაგრამ მივედით შარლ მიშელის დოკუმენტის უარყოფამდე, რაც ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეფორმებისგან გადახვევისა და სხვა მიმართულებით წასვლის უფრო აშკარა ნიშანი იყო. შემდეგ იყო 2022 წლის თებერვალი - ომი უკრაინაში და 25 თებერვალს (24 თებერვალი უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების დღე იყო) პრემიერ-მინისტრი 1921 წელს, დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალთან მიდის და იქ აცხადებს, რომ „საქართველო არ აპირებს (ეს მისი სიტყვებია) ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში ჩაერთოს. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება“. მაშინ ჯერ სანქციები არ იყო. შემდეგ იყო 2023 წელი - პირველი რუსული კანონი, რუსული ფრენების აღდგენა, რუსული რიტორიკა უკრაინაზე, პრემიერ-მინისტრი ნატოს ომის დაწყებაში თუ არა, ომის გახანგრძლივების პროვოცირებაში ადანაშაულებს. შემდეგ 2024 წელი - მეორე რუსული კანონი და რუსული რიტორიკა, რომელიც ახალ სიმაღლეზე ადის ერთი კაცის, საქართველოს ერთი მმართველის, ბატონი ივანიშვილის გამოსვლით, რომელიც გლობალური ომის პარტიაზე საუბრობს და ჩვენს ევროპელ და დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს თითქმის ყველაფერში და მათ აკისრებს პასუხისმგებლობას. თანდათან, ამ რუსული ან ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, ლგბტ თემაზე აქცენტებით, უამრავი ბრალდება მოვისმინეთ იმის შესახებ, რომ ევროპა და ამერიკა ჩვენი იდენტობის, ეროვნული ღირებულებების წართმევას აპირებენ და აშ. - ის, რაც საქართველოს ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნისგან გაქვთ გაგონილი.

თანდათან, მაგრამ ძალიან მკაფიოდ ხდება რუსული სტილის სახელმწიფოს მშენებლობა. ყველა ინსტიტუტი ერთი პარტიის კონტროლ ქვეშაა: პარლამენტი, მთავრობა, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებისთვის ახალი როლებით, ეროვნული ბანკი, ანტიკორუფციული ოფისი, თუნდაც საპენსიო ფონდი (რომელიც რეფორმირებულია, რა თქმა უნდა), მართლმსაჯულების სისტემა, საკონსტიტუციო სასამართლო და სწორედ ამ დროს მივდივართ „რუსულ“ არჩევნებამდე - [სიტყვა] რუსული, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში, რადგან ეს არჩევნები სისტემურად, მასიურად და ძალიან დახვეწილადაა გაყალბებული. ეს არ არის ჩვეულებრივი თაღლითობა, რომლის დანახვაც შესაძლებელია არჩევნებში. ეს ძალიან კარგად იყო დაგეგმილი, რადგან ,,საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების განხორციელება ბევრად ადრე დაიწყო, ცესკოზე სრული კონტროლი თავმჯდომარის მიერ დანიშნულ ადამიანებს მიენიჭათ, რომელიც თავად ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული წესების უგულებელყოფითაა დანიშნული.

ელექტრონული კენჭისყრა სპეციალური მაკონტროლებელი მექანიზმების (თითის ანაბეჭდის, ან სახის ამომცნობი სისტემის) გარეშე შედგა. ქოლცენტრები, როგორც ევროპელი მოხუცებისთვის პენსიების მოპარვის მეთოდი, „ქართული ოცნებამ“ გამოძიებით თავადვე დაგმო, არჩევნების დროს კი, იგივე მეთოდი -  ახალი ქოლცენტრები გამოიყენეს.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და საჯარო სექტორის დაშინების მეთოდები არჩევნებამდე ბევრად უფრო ადრე იყო გამოყენებული; რუსული სტილის პროპაგანდა (მე არჩევნებამდე და არჩევნების დროსაც ვსაუბრობდი ამაზე). იმ პლაკატებმა, სადაც გვერდიგვერდ იყო გამოსახული უკრაინაში დანგრეული ტაძრები და თეატრები და აყვავებული საქართველო, ქართველები იმდენად შოკში ჩააგდო, რომ [„ქართულ ოცნებას“] მათი ჩამოხსნა მოუწია, რადგან ეს არ არის ქართული გზა და ქართული ხასიათი, იმ პოსტერებზე იყო დიდი რუსული გავლენა. ასევე ვიდეოები და ყველგან სიძულვილის ენა, მმართველი პარტიის ოფიციალური საუბრები იმის შესახებ, რომ ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლების დამხობა სურდათ და არჩევნების შემდეგ მათი [ოპოზიციური პარტიების] აკრძალვა და მათი ლიდერების დაპატიმრება უნდა მომხდარიყო და აშ.

დიდი ოდენობით შავი ფული იყო გამოყენებული. ოქტომბერში დაახლოებით, 600 მილიონი ქართული ლარი (დაახლოებით, 200 მილიონი აშშ დოლარი) ჩაეშვა, იმ შავი ფულის კომპენსირებისათის, რომელიც მხოლოდ იმ ბოლო ორ თვეში იყო გამოყენებული.

არჩევნების დროს პოლიცია არსად ჩანდა. პირადად, მე, როცა ზოგიერთ რაიონსა და საარჩევნო უბანზე დავინახე ძალადობის შემთხვევები, შინაგან საქმეთა მინისტრს დავურეკე, თუმცა ხმა ვერ მივაწვდინე ვერც მობილური ტელეფონით, ვერც სამთავრობო ხაზით, ვერსად - ვერც მის მოადგილეს, და დღემდე არ გადმოურეკავს.

არაა სასამართლო, რომ წარდგენილი დარღვევები და საჩივრები განიხილოს, გარდა ერთი ძალიან ცნობილი შემთხვევისა, სწორედ ეს იყო ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის კონფიდენციალურობის არარსებობის ექსპერიმენტი და რა თქმა უნდა, მოსამართლეს, რომელმაც ასე გაბედულად დაუჭირა მხარი ამ საჩივარს, არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლო და არცერთი სხვა საჩივარი არ იქნა აღიარებული.

არჩევნების დროს ორი ძირითადი პრინციპი დაირღვა - არჩევნების საყოველთაობა და ხმის მიცემის ფარულობა, რომელიც საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ნებისმიერი შედეგი სრულიად განსხვავებული იქნებოდა.

ერთ მილიონიან ქართულ დიასპორასთან მიმართებით, რომელთაგან გარკვეული ნაწილი სტრასბურგშიცაა წარმოდგენილი, დაირღვა ხმის მიცემისა და საარჩევნო უბნის გახსნის წესი, ანუ არ გაიხსნა საარჩევნო უბნები. ერთ მილიონიანი დიასპორიდან მხოლოდ 34 000-მა ადამიანმა შეძლო ხმის მიცემა, როცა ყველა ძალიან მობილიზებული იყო, რადგან იცოდა, რომ ეს არჩევნები ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანს ეხებოდა.

მეორე პრინციპი, რომელიც დაირღვა ეს იყო არჩევნების ფარულობა - ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის, ასევე, პარტიული კამერები ხმის მიცემის აპარატების ზემოთ დამონტაჟებისა და ცესკოს თავმჯდომარის დანიშნულნი კომისიის კომისრების გამო. ამ ყველაფერზე, მე და პოლიტიკურმა პარტიებმა შევიტანეთ სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რაც ვიცით ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ, ეს მაინც გავაკეთეთ, იმ იმედით, რომ შესაძლოა, ზოგიერთ მოსამართლეს მაინც გაეგო, რომ ეს იყო კრიზისიდან გამოსვლის გზა, ეღიარებინა, რომ არჩევნების შედეგები სრულად გაყალბდა და კონსტიტუციური გზა გაეხსნა ახალი არჩევნებისთვის, თუმცა, ეს იმედი არ გამართლდა. საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფმა კიდევ ერთი საჩივარი შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში და ამით ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ყველა კანონიერი გზა გამოვიყენოთ, რათა გამოვიდეთ ამ ძალიან ღრმა კრიზისიდან და ვიპოვოთ აქედან გამოსვლის პოლიტიკური გამოსავალი.

რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, არჩევნების შემდეგ, ჩვენ ვხედავთ დაჩქარებულ პროცესს და დაჩქარებულ რუსულ გზას. კონსტიტუცია დაირღვა არა მხოლოდ არჩევნების დროს, არამედ არჩევნების შემდეგაც: პარლამენტის პირველი სხდომა, რომლის მოწვევაც მხოლოდ მე შემიძლია, მოიწვია პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც მაშინ არ იყო თავმჯდომარე; მათ დრო არ დაუტოვეს საკონსტიტუციო სასამართლოს შეტანილი საჩივრების განსახილველად და პარლამენტის პირველ სხდომა საჩივრების განხილვების დასრულებამდე ჩაატარეს, რაც მორიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება იყო.

და 28 ნოემბერს გამოცხადდა ის, რასაც ჩვენ ომის გამოცხადებად მივიჩნევთ, რაც თქვა არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა,(რადგან არჩევნები ძალიან სადავოა), ამისთვის მას მანდატი არ აქვს, რადგან კონსტიტუცია ძალიან კონკრეტულად ამბობს, რომ ყველა ინსტიტუტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს და დააჩქაროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ეს კონსტიტუცია დიდწილად, იმავე პრემიერმა დაწერა, რომელიც მას ეწინააღმდეგება და საუბრობს... და რა მანდატით?! ის აჩერებს მოლაპარაკებებს (რომელიც რეალურად ჯერ არ მიმდინარეობდა,  მაგრამ ველოდით), რითაც ყოველგვარი მანდატისა და უფლების გარეშე აჩერებს საქართველოს ევროპულ მომავალს.

ასე რომ, მ მომენტში, საქართველოში უკვე ყველაფერერთი პარტიისა თუ ერთპიროვნების მმართველობის ქვეშაა, რთულია გარჩევა. რაც ამ კონტროლის მიღმა რჩება ეს არის ოპოზიციური მედია -  სამიდან ორი ძალიან მძიმე ფინანსურ კრიზისშია, რაც ალბათ, ასევე პროვოცირებულია. ამის დამტკიცება, ამ ეტაპზე, რთულია, მაგრამ ძალიან უცნაურია.  კონტროლს მიღმა არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსული კანონის და მისი აღსრულების გზების გამო დამოკლეს მახვილის ქვეშ არიან, ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტი - მე აქ ვარ, განახორციელდა იმპიჩმენტის ორი მცდელობა, ერთ კვირაში ჩემი უსაფრთხოების დაცვის არარანაირი საშუალება აღარ იქნება, თუმცა არ ვიცი, ამ ეტაპზე, დაცვა ნიშნავს თუ არა რაიმე სახის უსაფრთხოებას.

ამავდროულად, ეს შეიძლება უფრო მნიშვნელოვანია, არის სიძულვილის კამპანია და ბრალდებები ზოგიერთი მცირე ჯგუფისგან, რომლებიც არჩევნების შემდეგ სხვადასხვა რაღაცას ,,მპირდება“. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სახელმწიფოს კონტროლის მიღმა რჩებიან - ბევრი ლიდერი დააპატიმრეს, შემდეგ გაათავისუფლეს და ბოლო დღეებში ისევ დააპატიმრეს, მაგრამ მთავარი საფრთხე, რაც მათ მიმართაა ისაა, რაც არჩევნების წინ გამოაცხადეს ბატონმა ივანიშვილმა და მთავრობის წევრებმა, რომ გააუქმებენ ზოგიერთ პარტიას და პირველ რიგში, ,,ნაციონალურ მოძრაობას, ჩვენ ყველას ,,ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს გვეძახიან, ამიტომ ეს ეხება თითქმის ყველას. ჩვენ ყველანი ფაშისტები ვართ, ,,ლიბერალური ფაშისტზი" ჩენი ახალი ტერმინოლოგიაა.

რეალურად, რჩება სამოქალაქო საზოგადოება და თქვენ ყველამ ნახეთ კადრები, როგორ ექცევიან სამოქალაქო საზოგადოებას, რა სახის რეპრესიებს ახორციელებენ და რა სახის დაშინებას იყენებენ მის მიმართ და ამას ემატება ახალი კანონები, რომლებიც ნაჩქარევად მიიღეს, სანამ ხალხი ქუჩაშია და ნაკლებად აქცევს ყურადღებას რა ხდება პარლამენტში. ერთი კანონი, რომელიც დასაშვებს ხდის პრევენციულ დაპატიმრებებს ორუელისეულ პირობებში. ასევე, მიიღეს კანონი, რომელიც ძალიან სერიოზულია საჯარო სამსახურთან დაკავშირებით, რადგან ის ნამდვილად ანადგურებს მთელ სამუშაოს, რომელიც გაწეული იყო მრავალი წლის მანძილზე, რათა საჯარო სამსახურის შესახებ ევროპული კანონი მიგვეღო, რომელიც მიუკერძოებლობის, პროფესიონალიზმი, კარიერაში წინსვლის გარანტიას იძლეოდა და ეს ნიშნავ, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს ჰქონდათ მეხსიერება, ახლა კი, ეს გაანადგურეს, მათ შეუძლიათ გაათავისუფლონ ნებისმიერი ადამიანი, ყოველგვარი დაცვის გარეშე, მათ შეუძლიათ დააწინაურონ ნებისმიერი პირი კრიტერიუმებისა და დიპლომის გარეშე. როგორც ჩანს, ეს ახალი წესი და ნამდვილად ნიშნავს, საჯარო სამსახურის სრულ პოლიტიზირებას და ეს იმ ხალხის დაშინების ინსტრუმენტიცა, რომლებიც საჯარო სამსახურებიდან აპროტესტებენ არსებულ ვითარებას, ხელს აწერენ პეტიციებს, მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროში, იუსტიციის და განათლების სამინისტროებში. ასე რომ, ყველა ეს ადამიანი გრძნობს, რომ ისინი გარკვეული სახის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და რომ მათ წინააღმდეგ ნებისმიერ დროს, მიზეზების გარეშე გარკვეული ზომები მიღება შეუძლიათ.

სახელმწიფო მოდელის რუსიფიკაციის კიდევ ერთი ფორმა არის ტყუილი, როგორც (მოქმედების ხერხი (‘მოდუს ოპერანდი’). ტყუილები უკვე დავინახეთ რუსულ კანონთან დაკავშირებითაც, როცა თავად ბატონ ივანიშვილ და მაშინდელი პრემიერ-მინისტრ დაგვპირდნენ, რომ აღარასოდეს შემოიღებდნენ ამ კანონდა შემდეგ ერთი წელიც არ გასულა და კვლავ წარადგინეს. ახლა ჩვენც და თქვენც ვხედავთ ტყუილებს, როდესაც ოფიციალური განცხადებები აღწერს თქვენი ქვეყნების, ზოგიერთი ქვეყნის პოზიციებს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომისას, რისი შესწორებაც თქვენ განცხადებებით მოგიწიათ, თუმცა კარგი ამბავი, თქვენს ამ განცხადებებს არ აქვეყნებენ არც საზოგადოებრივი მაუწყებელი და რა თქმა უნდა, არც სამთავრობო ტელევიზიები. ასე რომ, ხალხმა, ვინც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და უყურებს ამ ტელევიზიებს, არ იცის, რომ მათი ხელისუფლება იტყუება და ტყუილის შემდეგ პარტნიორებსაც აყენებს შეურაცხყოფას.

ასე რომ, მთავარია, გავიგოთ, რომ დღეს საქმე არ ეხება არც პოლიტიკა, არც პოლარიზაცია და არც მთავრობა, რომელმაც ზედმეტად გააფართოვა თავისი უფლებამოსილება, რომ აღარაფერი ვთქვათ, ავტორიტარიზმზე. რეალურად, საქმე ეხება ამ რადიკალურ არჩევან, რომელიც არჩევნების დროს წარუდგინეს ამომრჩეველს და ეს არის ხმა საქართველოსა და მის მომავალზე. ცხადი უნდა იყოს, რომ ქართველები არ გაჩერდებიან მანამ, სანამ საქართველო არ მიიღებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რადგან ეს არის ერთადერთი დემოკრატიული და პოლიტიკური გზა ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად.

მაგრამ ეს ასევე თქვენზეა - ევროპაზე. უპირველესად, ეს ეხება ევროპის სანდოობას. ევროპას არ შეუძლია დაუშვას, რომ ამ ქვეყანამ, რომელმაც ახლახან მიიღო კანდიდატის სტატუსი, გათელოს ყველა დემოკრატიული წესი და ნორმა, მას შემდეგ, რაც მან უარყო, თუ იგნორირება გაუკეთა ევროკავშირის 12 და 9 რეკომენდაცის - მას არ შეუძლია დამცირდეს თავის ძირითად პრინციპებში.

ეს ეხება ასევე, ევროპის სტრატეგიულ ინტერესებს. საქართველო არის, იყო და დარწმუნებული ვარ, იქნება რეგიონში დასავლეთისა და ევროპის საყრდენი, რომლის ხელში ჩაგდებასაც რუსეთი ცდილობს, რადგან რუსეთს ახსოვს საკუთარი იმპერიის დროინდელი გენერლები, რომლებიც ამბობდნენ: -,,ვისაც თბილის უჭირავს, ის ფლობს კავკასიას და ეს რუსეთისთვის არ შეცვლილა. თუ საქართველო მოხვდება რუსეთის კონტროლის ქვეშ, მე არ ვსაუბრობ სამხედრო ინტერვენციაზე, ვსაუბრობ ამ საარჩევნო და კონსტიტუციურ ინტერვენციაზე, ფსონები ძალიან მაღალია, ეს ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას, ეხება ყველაფერს, რაც უკავშირდება ცენტრალურ და სამხრეთ აზიასთან კავშირს, ეს ეხება სომხეთის ევროპულ მომავალს.

ასე რომ, ეს ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ საქართველო და მხოლოდ საქართველოს დემოკრატია, ან უბრალოდ საქართველოს პოლიტიკური არჩევანი. საქართველო ევროპის გლობალური ბრძოლის ნაწილი, რომელსაც რუსეთი მის წინააღმდეგ აწარმოებს.

·  მას შემდეგ, რაც რუსეთმა სირიაში წააგო, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს?

·  მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ვერ დაიმკვიდრა თავი, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს?

·  მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოლდოვაში განიცადა მარცხი, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს?

·  მას შემდეგ რაც დამარცხდა რუმინეთში (და იმედია ძალიან მალე ისევ დამარცხდება), საქართველოში უნდა გაიმარჯვოს?

ეს არის კითხვები თქვენთვის, რადგან ის, რასაც ახლა რუსეთი ტესტავს, არის ინტერვენციის გაცილებით ნაკლებად ძვირადღირებული ფორმა: მარიონეტებგამოყენება, საერთო დემოკრატიულ ინსტრუმენტის - არჩევნებგამოყენება და არჩევნების გზით, საკუთარი მმართველობის დაწესება.

თუ გულახდილები ვიქნებით, ევროპას დღემდე გამოწვევისთვის ბოლომდე არ უპასუხია. ევროპა გამოწვევას ჯერჯერობით ნახევრად გასცა პასუხი - საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ბოლო სხდომა იყო პირველი ნაბიჯი, თუმცა ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება და უნდა გაკეთდეს. არ დავაკონკრეტებ, რადგან ეს თქვენი თავისუფალი გადაწყვეტილებაა, მაგრამ თქვენ, ყველამ იცით, როცა ქართველები დღედაღამ იბრძვიან, ევროპა ნელა იღვიძებს და ნელა რეაგირებს! მაშინ, როცა თბილისში ევროპული დროშებია აკრძალული, ქართველები კვლავ ელოდებიან ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან მკაცრ ზომებს. იმედია, არ მოგვიწევს, უფრო ღრმა კრიზისის ლოდინი, რათა ევროპა იმოქმედოს!

და როგორ შეუძლია ევროპას მოქმედება? უპირველესად, პოლიტიკური მხარდაჭერით - ჩვენ გვჭირდება და მადლობას ვუხდი ევროპარლამენტის პრეზიდენტს ამ უმაღლესი საფეხურებიდან მუდმივი პოლიტიკური ყურადღებისთვის, რადგან ქართველებმა უნდა იცოდნენ, რომ მარტონი არ არიან, რომ ჩვენ თქვენი ზურგი გვაქვს, სწორედ ეს გააკეთა ევროპარლამენტმა და ეს გააკეთეს ევროპარლამენტარებმა, როდესაც თბილისში ჩამოვიდნენ. ეს იყო ემანუელ მაკრონის ძლიერი გზავნილი, მაგრამ ჩვენ მეტი გვჭირდება! ჩვენ გვჭირდება მეტი ვიზიტი საქართველოში, მაგრამ ვიზიტები, რომლებიც პატივს სცემენ პრინციპს - ,,არა ჩვეულებისამებრ, რადგან თქვენ ეს რუსეთთან გამოცდილი გაქვთ, ამ ვიზიტები მანიპულირება ძალიან კარგად შეიძლება, რადგან პროპაგანდაში ისინი უდაოდ საუკეთესოები არიან. ასე რომ, ეს ვიზიტები, საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით ისე უნდა გაკონტროლდეს, რომ სხვა მიზანს არ მოემსახუროს. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ სიცრუეს და დეზინფორმაციას. უკვე თვეებია ამას ვამბობთ.

·  შეუძლია ევროპას დაუშვას ომის პარტიად მოხსენიება?

·  შეიძლება ევროპისთვის მისაღები იყოს მისი ზოგიერთი ელჩის შეურაცხყოფა?

·  შეიძლება ევროპისთვის მისაღები იყოს და უფლება მისცეს საქართველოს ხელისუფლებას ამტკიცოს, რომ ევროპისკენ მიდის?

· შეიძლება ევროპისთვის მისაღები იყოს საქართველ პრემიერ-მინისტრის პირდაპირი ტყული იტალიის, ესპანეთისა და რუმინეთის პოზიციების შესახებ?

მეორე მიმართულება, სადაც ევროპას მოქმედება შეუძლია ეს არის სამართლიანობა და სწორედ ამას იცავს ევროპა. ჩვენ სწრაფად უნდა გავათავისუფლოთ ციხეებში მყოფი ასობით ადამიანი, ზოგიერთი მათგანი სასჯელი 9 წელს აღწევს. ძალიან მჭიდრო მონიტორინგი უნდა იყოს და მე ვიცი, რომ ზოგიერთი ევროპელი ელჩი გუშინ სასამართლო პროცესს დაესწრო, რამაც მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ასე რომ, ვფიქრობ, სასამართლოებში ბევრი ასეთი ვიზიტ ძალიან მნიშვნელოვანი იმის სანახავად, თუ როგორ მუშაობენ ისინი. მნიშვნელოვანია ციხეში მყოფთა გათავისუფლება და წამებად კვალიფიცირებული ქმედებების ჩამდენთა პასუხისგებაში მიცემა.

ახალი არჩევნები არის გზა, რომლის საშუალებითაც ევროპას შეუძლია ჩვენი მხარდაჭერა - ჩვენ გვჭირდება, რომ ევროპამ მხარი დაუჭიროს ამ მოწოდებას, როგორც ერთადერთ მშვიდობიან გზა. სხვა გზა არ არსებობს! არანაირი ცვლილება კანონმდებლობაში, არანაირი სახის შესანარჩუნებელი შეთანხმება, ჩვენ ვიცით, რომ ასეთ, ძალიან რუსულ მოდელის ხელისუფლებებს შეუძლია გადადგან ერთი ნაბიჯი წინ და ორი ნაბიჯი უკან, ან ორი ნაბიჯი უკან ერთი ნაბიჯი წინ, არ მახსოვს რა იყო ლენინის ფორმულა, მაგრამ ისინი ამას საკმაოდ წარმატებით იყენებდნენ.

ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მკაფიო და პრინციპული, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობა. ჩვენ უნდა წავიდეთ არჩევნებისკენ, ან წავალთ იქ, სადაც იქნება კრიზისი, რომელთანაც ძალიან მძიმე პირობებში მოგიწევთ გამკლავება.

თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ბერკეტები და იყოთ გეოპოლიტიკური ევროპა. ევროპა საქართველოს ყველაზე დიდი დონორი და საქართველოს უდიდესი ბაზარი, სადაც ცხოვრობს საქართველოს დიასპორის უდიდესი ნაწილი. ევროპა მოქმედების ბერკეტები უნდა მოძებნოს. თუ ევროპას არ შეუძლია ბერკეტების გამოყენება 3,7 მილიონიან ქვეყანაზე, როგორ უნდა გაუწიოს მან კონკურენცია 21-ე საუკუნის გიგანტებ?

ევროპას აქვს გავლენა - ის სასურველი ადგილი საქართველოს კორუმპირებული ელიტისა და ხელმძღვანელობისთვის, რომლებსაც ქვეყანაში შემოაქვთ პოსტსაბჭოთა რუსული მმართველობა. ისინი სიამოვნებით ხარჯავენ ფულს ევროპაში, ევროპა სურთ საკუთარი თავისთვის, ქართველებისთვის კი, რუსული კორუმპირებული მმართველობაასე რომ, მრავალი გზა არსებობს ქართველების გვერდში დგომისათვის, რადგან საქართველო  ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს, დაიცავს საკუთარ თავისუფლებას, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს.

არ მინდა უკრაინის სიმამაცესა და ტრაგედიასთან შედარება, მაგრამ უკრაინა იბრძვის თავისუფლების, დემოკრატიის, ევროპული მომავლისდა თქვენი მომავლისთვისაც და დარწმუნებული ვარ, რომ გაიმარჯვებს და მათ ბოლომდე უნდა დაუჭირო მხარი, მეორე მხრივ კი, ჩვენ ვიბრძვით სატესტო პირობებში, რა თქმა უნდა, არა სამხედრო კუთხით, ჩვენ ვიბრძვით სხვაგვარად, შიშველი ხელებით, რაც ასევე, ძალიან მკაფიო გავლენას ახდენს ჩვენს მომავალზე.

კითხვა, რომლის დასასმელადაც მე აქ მოვედი, მარტივია: - დააჩქარებთ გარდამავალ პროცესს, თუ დაუშვებთ მის გახანგრძლივებას ზამთრის განმავლობაში? ქართველები არ შედრკებიან, მაგრამ მოველით, რომ ევროპა გადადგამს ნაბიჯებს, რათა ჩვენ ერთად დავიცვათ ევროპა და მისი ღირებულებები.  დიდი მადლობა!