,,მცდელობა იყო და იყო დროული და აუცილებელი, რადგან ის გამოცდილება, რაც დაახლოებით 30 წლის მანძილზე მივიღე დიპლომატიასა და რაც მთავარია მოლაპარაკებების, მეუბნებოდა, რომ საზოგადოებისგან არსებობდა დაკვეთა.
მცდელობა ნიშნავს, რომ ის გარანტირებული არასოდესაა. არ მოვსულვარ საჭორაოდ, რომ გითხრათ ვისი ბრალი იყო, ალბათ, ყველასი და ამავე დროს არავისი. ბრალი იყო უფრო წარსულის მოცემულობის, რომელიც მძიმედ აწვება ამ ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს და მომავალს.
არ შედგა, არ შედგა და ჩვენ ვართ იმ მომენტში, როცა წინ უნდა ვიყუროთ და დავინახოთ, რომ ამ პროცესმა თავისი შედეგი გამოიღო - ამ პარტიებს შორის განწყობები შეიცვალა. ახალი პერსპექტივა იქმნება, რომელიც გვაძლევს სურათს - პარტიები გადიან ცალ-ცალკე, მაგრამ უკვე ნათლად ჩანს, რომ მიზანი ერთია. ამ დილით ქართულ ქარტიას მეოთხე პარტიამ მოაწერა ხელი. ქართული ქარტია ყველაზე მეტად ამ ოთხივე პარტიას აერთიანებს. სხვა გამაერთიანებელი არ არსებობს - ეს არის ცემენტი და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ძლიერდება და ძლიერდება გარედანაც. ძალიან დასაფასებელია, იმ პატარა პარტიების გადაწყვეტილება, რომლებმაც ხელი მოაწერეს ქარტიას და გადაწყვიტეს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში იმიტომ, რომ მიხვდნენ, რა არის ის მახე, რაც ხელისუფლების მიერაა მომზადებული - ერთ პროცენტზე მეტი მიიღე, მაგრამ ხუთ პროცენტიან ბარიერზე ნაკლები, ეს ხმები ნაწილდება და გადადის იმ შესაძლო პირველ პარტიაზე.
ახლა გადავდივართ ახალ ეტაპზე, რომელიც ყველასთვის დიდი გამოწვევაა. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში სასწაულად გამომწვევ მომენტში ვართ, მე მგონი ასეთი მომენტი არ დამდგარა, თუ არა იმ ძველ პერიოდში, 18-იან 21 წლებში.
ვიცი, რომ ეს პარტიები, რომლებიც თქვენ წინაშე დგანან უკვე მზად არიან, რომ ერთად დადგნენ.
ეს გადარჩენა თქვენგან რას მოითხოვს? - სრულ მობილიზებას, რომ ყველა წავიდეს არჩევნებზე.
ჩვენ უნდა წავიდეთ არჩევნებზე! არჩევნები არ არის ის, რომ შენ ირჩევ შენთვის იდეალურს და საუკეთესოს. დღევანდელი არჩევნები - არაა თუ „ვის ვირჩევ", არამედ თუ „რას ვირჩევ" - ქვეყანას, დამოუკიდებლობას, მომავალს, წარმატებას, წინსვლას, ევროპას თუ ვირჩევ უკუსვლას და იმ ძველ სისტემას, რომელსაც კარგად ვიცნობთ, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20%. ჩვენ ვხედავთ რა ფორმით აქვს ოკუპირებული, რა დღეშია დღეს ოკუპირებული აფხაზეთი, ოკუპირებული ცხინვალი?! ვინმეს გინდათ, რომ ეს მომავალი დაუტოვოთ თქვენს შვილებს?! ეს არჩევანი არ არის ჩემი, არ არის ჩვენი, არ არის იმ პარტიების, რომლებიც ხელს აწერენ ქარტიას.
რატომ ქარტია? ქართული ქარტია არის ერთობის ინსტრუმენტი. ქარტია არის სამოქმედო გეგმა ევროპაში დაბრუნების, იმ გზაზე სადაც ჩვენ გაგვაჩერეს და ახლა უნდათ, რომ აქედან საერთოდ გადაგვიყვანონ და ქარტია არის ის რაც გვაძლევს ძალიან რეალური და კონკრეტული გადაწყვეტილებების გეგმას.
პირველი - პარლამენტის პირველივე შეკრების დღეებიდან, როცა ქარტიის ხელმომწერი ეს ოთხი პარტია და მათ მიერ შექმნილი უმრავლესობა პარლამენტში შევა, გაუქმდება ამ პერიოდში მიღებული ყველა ის კანონი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება არამხოლოდ ევროპის რეკომენდაციებს, ადამიანის უფლებებს, არამედ ჩვენს მომავალს, ჩვენს ღირებულებებს.
მეორე - ყველა იმ ადამიანის გათავისუფლება, რომლებიც მონაწილეობდნენ მარტის პროტესტში, რომლებიც დააკავეს და უსამართლოდ დააჯარიმეს - ეს ყველაფერი სწრაფად უნდა გამოსწორდეს. მაგრამ სამართლიანობა ეს არაა. საჭიროა სასამართლოს აღდგენა, კლანისგან გათავისუფლება, იმისთვის, რომ სასამართლომ წინასაარჩევნოდ, ერთ დღეში, არ გადაწყვიტოს ერთ-ერთი დეპუტატის მამის ან სხვისთვის ბიუჯეტიდან 64 მილიონის ოდენობის ვალის გაუქმება.
ეს არის ის, რისი ვალდებულებაც ამ ოთხ პარტიას აქვს აღებული და კიდევ ერთხელ - იმ პარტიებს, რომლებიც ამჯერად საპარლამენტო არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ ეს ვალდებულება და ეს არის ასევე მათი სულისკვეთება და არის მე დარწმუნებული ვარ 60%.
ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი საერთო პროგრამა, საერთო მიზანი. ჩვენ ყველა ერთად უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი არჩევანი, მაგრამ არჩევანის დაცვა ხდება წინსწრებით, ხდება მობილიზაციით, ხდება საარჩევნო უბანზე მისვლით.
თქვენ აქ ცხოვრობთ თუ უცხოეთში, ვიცი, რომ იქ ძალიან ძნელი იქნება და ესაა მაჩვენებელი თუ რამდენად ეშინია ხელისუფლებას თავისი უზარმაზარი დიასპორის, რამდენად ეშინია იმ ადამიანების, რომლებიც ამ ქვეყანას გარედან ყველანაირად ეხმარებიან და რომლებსაც დღეს კიდევ არ აძლევენ იმ ელემენტარულ უფლებას, რასაც ხმის უფლება ჰქვია, როცა არ უხსნი უბნებს, როცა ეჭიდავები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც ცესკო, ორივე დამნაშავეა და მერე ეს ყველაფერი სასამართლოში უნდა გამოირკვეს. ეს სრული დისკრიმინაცია, ეს ყველაფერი არის ის, რაც გამოსასწორებელია, ყველანი ქარტიაზე ხელმოწერის ერთგული უნდა ვიყოთ. ეს არის სამოქმედო გეგმა, ეს არის ტექნიკური მთავრობა - პროფესიონალების მთავრობა. უფრო გასაგები რომ იყოს - პროფესიონალების მთავრობა უნდა შეიქმნას პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებით, მაგრამ არა მათ მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან ქვეყანას ემსახურონ მოკლე ვადით - ერთი წლით. ეს ის არის, რაც უნდა დავიბრუნოთ, ვემსახუროთ ქვეყანას, როგორც ჩვენი ჯარისკაცები ამბობენ ფიცის დადებისას - ,,ვემსახურები საქართველოს," ასე უნდა იყვნენ პოლიტიკოსებიც, პოლიტიკური პარტიები და მაშინ იქნება ეს ქვეყანა მართლაც დაცული.
გთავაზობთ, რომ ამ ქარტიის ირგვლივ გაერთიანებული, სხვადასხვა მოსაზრების პარტიები, საზოგადოება, რომელიც მთლიანად კონსოლიდირებულია ამ თავისი დამოუკიდებლობის დაცვაში, ქვეყნის გადარჩენაში, ყველანი ერთად დავდგეთ და ვემსახუროთ საქართველოს."