პრეზიდენტი - ევროპულობა და ევროპელობის სურვილი საქართველოს დნმ-შია

საქართველოს ევროპული შესაძლებლობები - ამ დისკუსიის სახელწოდება ყველაფრის მთქმელია და ეს სწორედ ის შესაძლებლობაა, რომლის განხორციელებაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან სურს.

ევროპულობა და ევროპელობის სურვილი საქართველოს დნმ-შია. ეს არის ის, რაც იმ ქართველებისათვის მოტივაციის ძალა იყო, რომლებიც საქართველოს მე-20 საუკუნის დამოუკიდებლობას ამზადებდნენ; დამოუკიდებლობის მამები, რომლებიც ჩვენ გვყავდა, ყველა ევროპული ორიენტაციის იყო. ისინი შესაძლოა, განათლებას რუსულ უნივერსიტეტებში იღებდნენ, მაგრამ ევროპისკენ და ევროპული მმართველობის მოდელებისკენ იყურებოდნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართველი ერის ერთ-ერთი მამა, ილია ჭავჭავაძე ირლანდიურ მოდელზე ფიქრობდა, სხვები შვეიცარიულ მოდელზე. ასე, რომ მზერა ყოველთვის დასავლეთისკენ იყო მიპყრობილი. ეს არის სწორედ ის, რამაც მე-19 საუკუნეში რუსულ იმპერიალისტურ ყალიბში ყოფნის შემდეგ, პირველი ქართული დამოუკიდებელი რესპუბლიკა დააარსა. როდესაც საქართველომ 1918 წელს დამოუკიდებლობა დაიბრუნა, ქვეყანაში არა მხოლოდ სახელმწიფოს მართვის მოდელი ევროპული არსებობდა და არამედ შეიქმნა კონსტიტუცია, რომელიც ბევრი მიმართულებით ევროპაში იმ დროს არსებულ კონსტიტუციებზე წინ იდგა. ბევრი რამ, რის გაკეთებასაც დღეს ვცდილობთ და რისი აღმოჩენაც ხელახლა გვინდა, იმ დროს უკვე არსებობდა. ძალიან განვითარებული იყო მართლმსაჯულების სისტემა. ჩვენ არ დაგვჭირდებოდა ევროკავშირის რეკომენდაციები, ევროკავშირს მაშინ, რომ ეარსება. მასში ჩადებული იყო დაუცველობის ძლიერი [სისტემა] და მთელი კონსტიტუცია მიმართული იყო ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების დაცვისკენ, რაც იმ დროისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ცნობილია, რომ ქალებს არჩევნებში არა მხოლოდ ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ, არამედ ჰქონდათ უფლება ყოფილიყვნენ არჩეულნი; ამგვარად, დამფუძნებელი კრების წევრი 5 ქალი გახდა, რომელთაგანაც ერთი მუსლიმი იყო. ეს ყველაფერი 1921 წელს რუსეთმა გააქრო, როდესაც იმპერიის დაცემის შემდეგ, საქართველოში მე-11 წითელი არმიის მეშვეობით შემოვიდა საქართველოში.

სწორედ რამდენიმე დღის წინ იყო 25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე, თბილისის დაცემის ტრაგიკული დღე და საბჭოთა 70 წლიანი რეჟიმის დასაწყისი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ შეცვალა, რამაც გვაიძულა დაგვევიწყებინა ჩვენი წარსული, ტრადიციები, ზოგიერთი ჩვენი პრინციპი და რამაც ვალდებული გაგვხადა 1991 წელს დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ, ყველაფერი გარკვეულწილად ხელახლა შეგვექმნა, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეცვლილი იყო.

სრულიად საქართველოს კულტურული და ინტელექტუალური ელიტა დახვრიტეს. ამიტომ, ქვეყანას ხელახლა შექმნა სჭირდებოდა და თანაც ძალიან რთულ პირობებში, რადგან 1991 წლიდანვე რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა სეპარატისტებისათვის იარაღის მიწოდებით, პირველი ომის გაღვივებითა და მათი მხარდაჭერით დაიწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ეს პირველი ომი ,,გაყინული კონფლიქტით“ დასრულდა და ასე გასტანა 2008 წლამდე, სანამ რუსეთმა ომით არ მოახდინა ამ გაყინული კონფლიქტების ოკუპირებულ ტერიტორიებად ტრანსფორმაცია, სადაც მან სამხედრო ბაზები გახსნა, რომლებიც იქ დღემდე არსებობს.

ამიტომ ეს იყო ძალიან რთული და ამავდროულად, საოცრად სწრაფი გზა.

2003 წელს, საქართველოში საფრანგეთის ელჩად ჩასვლამდე, მე ვეწვიე პარიზში ბევრ ინსტიტუციას და რამდენიმე საერთაშორისო ინსტიტუტს, მაშინ პასუხი ძალიან ნათელი იყო - საქართველო ვერასოდეს იქნება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი, რადგან ის ევროპისა და ევროკავშირისაგან ცოტა არ იყოს შორს მდებარეობს.

ეს იყო 2003 წელს, დღეს კი 2024 წელია. ბოლო 20 წელში საქართველომ ყველა ეტაპი გაიარა - სამეზობლო პოლიტიკაში არყოფნიდან მასში გაწევრიანებამდე, ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება და მყარად მიიწევდა იმისკენ [კანდიდატის სტატუსისკენ], რაც გასული წლის მიწურულს მოგვენიჭა; ანუ „სადღაც სხვაგან ყოფნიდან“ 20 წლის შემდეგ მოგვენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მანამდე კი, მოგვენიჭა ის [ევროპული პერსპექტივა], რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუმცა საქართველოს მოსახლეობისთვის ცოტა არ იყოს იმედგაცრუება აღმოჩნდა, მაგრამ ჩემთვის, ადამიანისათვის, რომელმაც მანამდე იცოდა ევროპელ პარტნიორებს შორის მიმდინარე ყველა დისკუსია, ევროპული პერსპექტივა [ევროპელების პოლიტიკაში] რადიკალურ ცვლილებას წარმოადგენდა, რადგან ევროპელები პირველად ამბობდნენ, რომ გეოგრაფიას მნიშვნელობა აღარ აქვს, მნიშვნელოვანია სისტემა, ინსტიტუციები და [ევროპამ] ღიად აღიარა საქართველოს ბედი დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში.

ასე რომ, ევროპული შესაძლებლობები იმის მსგავსია, რისკენაც საქართველო მთელი ამ წლების განმავლობაში მიისწრაფოდა და ეს გზა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ განვიცდით დიდ ცვლილებებს, რომელთა სიმბოლოც კანდიდატის სტატუსია და ეს ხდება მაქსიმალური გამოწვევების პერიოდში. ეს გამოწვევები ჩვენით არ იწყება.

დღეს, რომ ერთი მესიჯის გაჟღერების შესაძლებლობა მქონოდა აქ - ვიტყოდი: იმისათვის, რომ საქართველომ განაგრძოს ევროპული გზა და როგორც სრულფასოვანი წევრი, ნამდვილად დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, ამ ჰორიზონტისკენ გავლილი გზა, რომ რეალობად იქცეს და ქვეყანა ევროპის ნამდვილ წევრად გარდაიქმნას, არსებობს ერთი კოლოსალური გამოწვევა და   ეს გამოწვევა არის რუსეთი და დღეს რუსეთი უკრაინაში.

დიახ, ჩვენ ვიცით, გამოგვიცდია და ბევრის თქმა შეგვიძლია იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო რუსეთის მეზობელი, იყო რუსეთის სხვადასხვა რეჟიმის მიერ, სხვადასხვა ფორმით დაპყრობილი, მაგრამ დღეს გამოწვევა უკრაინაშია. არ არსებობს საქართველოს და საქართველოს ამ ევროპული გზის მხარდაჭერა, უკრაინის მხარდაჭერის გარეშე. უკრაინის მხარდაჭერა ევროპელების, ყველა დასავლელი პარტნიორის და მათ შორის, ამერიკელთა  უმრავლესობის საერთო მიზანია. ეს ყველასთვის მთავარი მიზანი და ამოცანაა.

თუ რუსეთმა არ გაიზიარა რას ნიშნავს იყო ერთ-ერთი მრავალთა შორის, იყო ერი საზოგადოებაში, საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი, თუ მან განაგრძო ფიქრი იმაზე, რომ შეუძლია გაფართოვდეს როცა სისუსტეს გრძნობს, ანდა სულაც იმიტომ, რომ ეს [გაფართოება] მისი ბუნების ძირეული მახასიათებელია, მაშინ არ იქნება არც სტაბილურობა და არც მშვიდობა. ძალიან რთული იქნება ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, როგორიც მოლდოვა და უკრაინაა, განვაგრძოთ ამ გზაზე სიარული, რომელიც ჩვენთვის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გზაა, პირველ რიგში,  კი, მშვიდობისა და უსაფრთხოების გზაა. ასე რომ, თუ რუსეთი არ შეიცვლება...  და ერთადერთი გზა, რითაც რუსეთი შეიცვლება არის თუ ვერ მოიგებს უკრაინაში. ეს ისევ და ისევ ერთიანი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, არიან ქვეყნები, რომლებსაც ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიათ. საქართველო ალბათ, იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებსაც ნაკლების გაკეთება შეუძლიათ სიტუაციიდან გამომდინარე - ოკუპირებული ტერიტორიების გამო, რუსეთთან სიახლოვის გამო, რომელიც ყოველდღიურად იგრძნობდა, იგრძნობა გამყოფ ხაზთან, რომელიც ჩვენს და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორისაა ,,გავლებული“ და რომელიც თითქმის ყოველდღიურად იცვლება და სადაც ადამიანები ტყვედ აჰყავთ და სადაც ამ ხაზის ორივე მხარეს, ადამიანის ცხოვრება უარესდება: საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმიტომ, რომ ფსიქოლოგიურად უკიდურესად რთულია ამ მუდმივი ზეწოლის ქვეშ ცხოვრება და ოკუპირებულ მხარეს იმიტომ, რომ მოსახლეობას ნებისმიერი ელემენტარული უფლების განხორციელებაზე წვდომა არ აქვს.

თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო მხარდაჭერა სჭირდება (რაც COVID პანდემიისას ძალიან თვალსაჩინო იყო), ისინი გამყოფ ხაზს რთულად კვეთენ, რადგან ყოველთვის არ აძლევენ [საოკუპაციო ხაზზე] გადმოსვლის უფლებას, ან არ იციან როდის შეძლებენ გადმოსვლას. განათლების მისაღებადაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაცული არ არის ენა, როგორც კულტურული იდენტობის მატარებელი ნიშანი, არანაირი გზით არ არის დაცული არც აფხაზური და  არც ოსური ენა. ფაქტობრივად, ისინი ამ ენებზე აღარ საუბრობენ, არის მხოლოდ რუსული [ენა] და საქართველოსათვის კარგად ნაცნობი, რუსიფიკაცია. არ არის დაცული კულტურა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ მომხდარა ის, რისი მოლოდინიც არსებობდა სეპარატისტული ძალების მხრიდან - იდენტობისა და განსხვავებულობის გაძლიერება.

მაგალითისათვის ავიღოთ აფხაზეთი. მათ მიერ გაჟღერებული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრინციპი, რომ ეს მათი მიწაა და რომ ეს [მიწა] არ გაიყიდებოდა, ან გასხვისდებოდა უცხოელებზე, რუსებმა დაძლიეს, ძლიერი ზეწოლა მოახდინეს და შეძლეს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტისაგან ნებართვის აღება ეყიდათ მიწები, აეროპორტი და შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ოჩამჩირის პორტი. ეს თავისთავად პრობლემას წარმოადგენს, რადგან რუსეთს იქ უკვე არსებული სამხედრო ბაზების გარდა, ახალი სამხედრო ბაზის დამატება სურს.

ასე რომ, საქართველოს მომავალი უკრაინაშია, ევროპის მომავალი უკრაინაშია და უკრაინის გამარჯვებაშია. უკრაინა, მრავალი თვალსაზრისით, უკვე გამარჯვებულია, რადგან რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. მიუხედავად, რუსული პროპაგანდის მცდელობებისა, გავლენა მოახდინოს ჩვენს საზოგადოებრივ აზრზე, პრეზიდენტ პუტინის ომის მიზნები საერთოდ არ შესრულებულა.

პირველი მიზანი რამდენიმე დღეში უკრაინაზე უპირატესობის მოპოვება იყო, რათა ენახათ როგორ გარბის უკრაინის პრეზიდენტი, მის მთავრობასთან ერთად, უკრაინიდან. მიზანი იყო კიევის აღება და როგორც ისინი ამბობენ, დენაციფიკაცია, (რაც არავინ იცის რას ნიშნავს, რადგან შეიძლება ვიკითხოთ, სად არიან დღეს ნაცისტები?!), ეს ყველაფერი არ მოხდა.

შემდეგ ისინი [რუსები] ფიქრობდნენ, რომ მათი სამხედრო ძალა შეძლებდა უკრაინის სამხედრო რესურსების სწრაფად დაძლევას, კვირების, ან თვეების განმავლობაში. ისინი ტანკებითა და ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანით იმუქრებოდნენ. ეს ყველაფერი უფრო ფსიქოლოგიური ომია, რომელიც KGB-ს ძველი აგენტის მიერ იმართება. არ არსებობენ ძველი აგენტები, ისინი აგენტებად რჩებიან. სწორედ ამიტომ პრეზიდენტი პუტინი იძულებული იყო დღეგამოშვებით ეცვალა თავისი სამხედრო მეთაურები, რადგან არაფერი შესრულებულა ისე, როგორც მათ წარმოედგინათ.

მართალია, მათ ჯერ არ იციან რას ნიშნავს წმინდა სამხედრო დამარცხება და დიახ, უკრაინას ჯერ არ დაუბრუნებია მისი ტერიტორიები სრულად, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, მაგრამ უკრაინას არაფერი დაუკარგავს. უკრაინას არ დაუკარგავს საკუთარი საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერა. ასეთ პირობებში ორწლიანი ომი უკიდურესად რთულია და ძალიან დამაზიანებელია საზოგადოების ერთობისთვის. უკრაინამ კი ამ ყველაფერს გაუძლო!

მიუხედავად რუსული პროპაგანდისა, რომელიც ძალიან აქტიურია გარკვეული რეაქციების გამოწვევის მცდელობებში, უკრაინა ევროპელი პარტნიორებისგან მხარდაჭერას იღებს; აქაც, ორი წლის შემდეგაც, ძლიერი მხარდაჭერა არსებობს. ჩვენი [კოლექტიური] საზოგადოებრივი აზრი, მიუხედავად მცდელობებისა ზეგავლენა მოახდინონ უკრაინის გარშემო თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების საზოგადოებზე, ისევ იგივეა, უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინისათვის ამ მხარდაჭერას და რჩება იმ განწყობაზე, რომ სოლიდარობამ უნდა გაიმარჯვოს. 

მიუხედავად ევროპელის (და არა ევროპელების) მცდელობებისა, ევროპელი პარტნიორების ერთობა არ დაიშალა, ჯგუფის წევრებმა შეძლეს სწორი მიმართულების შენარჩუნება. ორი წლის შემდეგ(აც) კი, ევროპამ შეძლო უკრაინის მხარდასაჭერი პაკეტისათვის 50 მილიარდის გამოყოფის საკითხზე ერთიანობის შენარჩუნება. ვერავინ შეძლებდა წინასწარმეტყველებას, რომ ორი წლის შემდეგაც კი, ევროპა ისევ შეძლებდა კონსენსუსის ამ დონეზე შენარჩუნებას და შეძლებდა ასეთი მასშტაბის მხარდაჭერის შენარჩუნებას.

არც ევროპელები და ამერიკელები გაიყვნენ. ესეც ის არის, რის მიღწევასაც რუსები ძალიან აქტიურად ცდილობდნენ. რა თქმა უნდა, არ ვიცით რა გველოდება მომავალი თვეების განმავლობაში, რა შედეგებით დასრულდება არჩევნები, მაგრამ თუ შევხედავთ ევროპული ქვეყნების მაგალითებს - მთავრობის ცვლილება და ზოგიერთი პოპულისტური ჯგუფების მიერ ძალაუფლების მოპოვება საკმარისი არ არის საგარეო პოლიტიკის კურსის ცვლილებისათვის. ვფიქრობ, დღეს ყველა იაზრებს, რომ ეს ეგზისტენციალური საკითხია.

როდესაც საქართველოზე ვსაუბრობდი, ვთქვი, რომ ჩვენთვის ეს საკითხები ეგზისტენციალურია. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და შემდეგ აღადგინა ის, მაგრამ, დღეს ეს [ეგზისტენციალურია] არა მხოლოდ ჩვენთვის, ‘ჩვენ ერთ ნავში ვსხედვართ’,  ეს ეგზისტენციალურია თითოეულისათვის.ეს არის ის მესიჯი, რომელიც მინდა გავუზიარო საზოგადოებას, რომელიც საქართველოს უყურებს, მაგრამ რომელიც ასევე საკუთარ თავსაც უნდა უყურებდეს და აკვირდებოდეს იმ შედეგებს, რომლის მიღწევასაც საბჭოთა პროპაგანდა ყველანაირი სახის ახალი მეთოდებით სხვადასხვა საზოგადოებებზე ცდილობს: კიბერშეტევებით, ექსტრემისტული და მარგინალური ჯგუფების დაფინანსებით, ამ ჯგუფების მეშვეობით პრორუსული პროპაგანდისტული თემების გაჟღერებითა და ევროპულ საზოგადოებებში ერთიანობის დარღვევით.

მაგრამ ეს [მეთოდები] არც თუ ისე კარგად მუშაობს. უნდა აღვნიშნო, რომ ამ კუთხით [პროპაგანდასთან გამკლავებით] ჩვენ ევროპულ საზოგადოებებთან შედარებით უფრო წინ ვართ, რადგან ჩვენ ეს დიდი ხანია ვიცით. დიახ, ჩვენთან აქტიური საბჭოთა პროპაგანდა მიმდინარეობს, დიახ ჩვენთანაც იგივე მეთოდებია: საქართველოში ისინი აფინანსებენ მარგინალურ ჯგუფებს, ისინი ოქტომბერში ჩვენი მომავალი არჩევნებისთვის ემზადებიან და სავარაუდოდ, ჩვენ ვნახავთ ყველანაირი მცდელობების გააქტიურებას, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ საქართველო ძალიან მედეგია.

ჩვენ საბჭოთა პროპაგანდის 70 წლიანი გამოცდილება გვაქვს. იმ დროს, საქართველოში საზოგადოება ძალიან აქტიური და პოლიტიზებული იყო და ამით მან შეძლო საკუთარი საღი აზრისა და სწორი მიმართულების შენარჩუნება. იგივე ხდებოდა დამოუკიდებლობის შემდეგ - ოკუპირებული ტერიტორიების არსებობის ფონზე, ყოველდღიური მუდმივი ზეწოლის ფონზე, რომელიც თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარე [საოკუპაციო] ხაზს მოაქვს, მე არ გამიგონია ვინმეს ეთქვას, რომ რადგან რუსული ტანკები ასე ახლოსაა დედაქალაქთან, ჩვენ ნაკლებად უნდა ვისაუბრებთ ევროპასა და ნატო-ში ინტეგრაციაზე.
კითხვა-პასუხი:

რადგან საერთაშორისო და საშინაო მოვლენებსა და გამოწვევებზე უკვე ისაუბრეთ, ჩემი კითხვები სწორედ აქედან გამომდინარე იქნება. საქართველო ჯერ კიდევ ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანაა, ამავე დროს, ხელისუფლებამ, თქვენგან განსხვავებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, უკრაინის მიმართ მართლაც ძალიან მცირე სოლიდარობა და აშკარა მხარდაჭერა გამოავლინა. ასევე, სანქციების ელემენტიცაა, სადაც, თითქოს საქართველოს მიერ სანქციების თავიდან აცილების ნაწილი შეინიშნება. როგორ ახსნით ხელისუფლების ნაწილის ამ პოზიციას?

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამაზე პასუხის გაცემა არა იმიტომ, რომ ვიცი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ აქვს, ან ჰქონდა ხელისუფლებას ეს პოზიცია, რასაც ორაზროვანს დავარქმევდი, არამედ იმიტომ, რომ ის, რაც მინდა აღვნიშნო და მხარი დავუჭირო არის ის, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ (და ვიტყოდი ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები სასწაულია) ხელისუფლების რიტორიკა მოულოდნელად შეიცვალა. საქართველოში მთლიან პოლიტიკური სპექტრ არა მხოლოდ გახდა სრულიად პროევროპული, არამედ ახლა ყველა ამბობს, რომ თავად იყო მთავარი ფაქტორი... რაც კარგია.

[შეცვლილი რტორიკა] მაგრამ ასევე პროუკრაინული?

დიახ, ასევე, პროუკრაინული. უკრაინის თემას დავბრუნდები. მეორე საკითხია, რომ

კანდიდატის სტატუსის მნიჭების შესახებ გადაწყვეტილებისდა პრემიერ-მინისტრი შეცვლის შემდეგ, უცნაური რაღაცები ხდება. ისევ და ისევ არ მომთხოვოთ ამ ყველაფრის ახსა, მე შემიძლია ჩემი დაკვირვებების და ინტერპრეტაციების გაზიარება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორი ახსნები მაქვს.

გვყავს ახალი პრემიერ-მინისტრი. მან წარსულში შარ მიშელის დოკუმენტზე უარი თქვა და მას ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ანტიდასალური რეტორიკა ჰქონდა. ამის ფონზე, უცებ ახალი პრემიერი პირველი ვიზიტით ბრიუსელში მიემგზავრება და ამტკიცებს, რომ ეს მნიშვნელოვანია. თითქმის ყოველდღიურად ის ხვდება ევროპელ ელჩებს იმის სათქმელად თუ რა მნიშველოვანია ცხრა რეკომენდაციის შესრულება. ხვდება აშშ-ის ელჩს იმის სათქმელად, რონ გვჭრდება ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან ურთიერთობების გაღრამავება. ეს თუ ევროპული [კანდიდატის სტატუსის მონიჭების შესახებ] გადაწყვეტილების შედეგია, ვფიქრობ, ამ ცვლილებაზე უნდა ვფოკუსირდეთ და ვუბიძგოთ ამ მიმართულებით - კარგია, რომ ახლა ძალიან ნათელი პოზიცია აქვ [მთავრობას].

რაც ეხება უკრაინას, კეთდება განცხადებები - ჩვენ უკრაინას ყოველთვის ვუჭერდი მხარს, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მათ მიმართ სოლიდარულები. ახლა უკრაინის მხრიდან არის თხოვნა საინჟინრო ტექნიკის მიმართულებით მხარდაჭერის მიღების შესახებ და რომელის შესწავლის პროცესშიცაა მთარობა. ვერ გეტყვით [ეს პროცესი] რა შედეგით შეიძლება დასრულდეს, მაგრამ ვფირობ, ძალიან კარგი ვითარებაა, რომ ამ [პროუკრაინული რეტორიკისა და განცხადებები] მიმართულებით მივდივართ. არ მაქვს იმის შესაძლებლობა ვთქვა, რომ ეს ასე გაგრძელდება, მაგრამ ვფიქრობ, ზეოლა უნდა მოვახდინოთ, რომ ამ საკითხში ცვლილებები აღარ მოხდეს.

ამავდროულად ვფიქრობ, საქართველოს ფართო პოლიტიკური ძალები უნდა მოეზადონ იმ შემთხვევისთვის თუ მთავრობა სრულად, ან რეალურად არ შეასრულებს ყველა ცხრა რეკომენდაციას და საზოგადოებას უთხრან, რას გააკეთებენ [რეკომენდაციების შესრულების] მიმართულებით ძალიან ნათელი და კონკრეტული ნაბიჯებითა და ცხადი, დროითი ჩარჩოს წარდგენის მეშვეობით, რადგან ეს არის ის, რასაც ქართველი ხალხი მისცემს ხმას.

დაბოლოს, რისი თქმას მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით, არის ის, რომ ეს [არჩევნები] შესაძლოა, რიტორიკის ცვლილების მიზეზი გახდეს, რადგან ქართველი ხალხი არასდროს მისცემს ხმას პოლიტიკურ ძალას, რომელიც მის ევროპულ სურვილთან დისონანში იქნება და რომელსაც ახლა ხედავს, როგორც ძალიან ნათელ პერსპექტივას.

დღევანდელ დღემდე, ეს [ევროპულ ოჯახში გაწევრიანება] იყო სურვილი და ამ სურვილი მისაღწევად სწორი მიმართულებით ვმოძრაობდით, მაგრამ გასავლელი გზა მაინც ძალიან გრძლად ჩანდა. ახლა ეს ყველაფერი ჩვენს ხელთაა - ეს იყო ის, რაც ხალხმა კანდიდატის სტატუსის მინიჭებით იგრძნო, წელს კი, არჩევნებზე დადგებ საკითხი - ევროპა თუ არა ევროპა. ამიტომ, უმჯობესია თუ ამას ყველა გაიაზრებს.

ქართველი ხალხის ნებაში ეჭვი არავის ეპარება, ვფიქრობ, რომ ისინი ხელისუფლების შესაძლებლობებ, ზრახვებსა და მოტივაციას აყენებენ ეჭვქვეშ. ასე რომ, ჩემი მეორე კითხვა (რომელსაც შესაძლოა, იგივე პასუხი ჰქონდეს) მდგომარეობს შემდეგში: საქართველო ბევრი რამითაა ცნობილი, ძირითადად, შესანიშნავი რაღაცებით, მაგრამ მისი მთავრობა ასევე ენდემური, ოლიგარქიული, არაფორმალური ძალაუფლებით. როგორ დააკავშირებთ ამას საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან და ზოგადად მის დემოკრატიულ განვითარებასთან?

არაფორმალურმა ძალაუფლებამ გარკვეული ცვლილებები განიცადა, რადგან არაფორმალური ლიდერი დაბრუნდა. ეს ნიშნავს, რომ არის რაღაც, რაზეც მათ უწევთ რეაგირება. ის ახლა დაბრუნდა, როგორც ,,ქართული ოცნების” ფორმალური თავმჯდომარე, რაც ორ რამეს ნიშნავს: პასუხისმგებლობა, რაც ადრე ასე არ იყო და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებისა და ამომრჩევლისთვის პასუხების გაცემის აუცილებლობა. ასე რომ, მოახლოებული არჩევნებისას, ის საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელი იქნება რიტორიკაზე, გადაწყვეტილებებსა თუ მიღწეულ წარმატებებზე. ეს ისაა, რაც ქართველ ამომრჩეველს სურს და ამაში ეჭვი არ მეპარება.

დაბოლოს, საუკეთესო რამ, რაც გარკვეულწილად შეიძლება მოხდეს ეს პოლონური მოდელია, როცა ძალაუფლებიდან არავინაა განდევნილი, რომელშიც არსებობს აშკარად პროევროპული ძალთა კოალიცია და რაც თავისთავად ოლიგარქიის დასასრულს ნიშნავს, რადგან არ არსებობს ერთი ძალა, შეიძლება იყვნენ სხვადასხვა ოლიგარქები, მაგრამ არა ერთ ვერტიკალში და ეს გარკვეულწილად, პოლარიზაციაზე პასუხიცაა.

მე მაქვს განცდა, რომ ეს საუკეთესო რამაა, რაც შეიძლება ახლა საქართველოსთვის მოხდეს, რადგან ჩვენ სხვადასხვა რეჟიმის დროს, 30 წლიანი ერთპარტიული სისტემა გამოვიარეთ და ყველა ერთნაირად დამთავრდა, დეტალებში არ შევალ, მაგრამ ასე ხდება, როცა ხელისუფლებაში ძალიან დიდხანს რჩები ერთ პარტიასთან ერთად, რომელიც ყველაფერს ფარავს.

დიდი მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო, საინტერესო გამოსვლისათვის იმ თემებზე, რომელიც თქვენი ქვეყნის როგორც შიდა ასავე საგარეო სამქეებს ეხება. თუმცა, მინდა ვთხოვოთ, ქალბატონ პრეზიდენტს ოდნავ უფერო აღმოსავლეთისაკენ გაიხედოს და ცოტაოდენი გვითხრას ჩინეთსა და ინდოეთზე. როგორ ხედავთ მათ როლს, თქვენს ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე რომ ისაუბროთ ჩინეთის მისწრაფებებზე ტაივანთან მიმართებაი.

ჩინეთი უფრო და უფრო აქტიური ხდება საქართველოში. ეს პროცესი ბოო რამდენიმე წელია მინდინარეობს და თანდათანობით აქტიურდება. ჩვენ [ჩინეთთან] ახლა სტარტეგიული პარტნიორობა გვაქვს (არ მკითხოთ ეს რას ნიშნავს, არ ვიცი) და გუშინ გვეწვია ჩინეთთან ვიზალიბერალიზაციის „ბედნიერება“.

ამ [საკითხების] მიღმა, ჩინეთი ძალიან აქტიურია საქართველოში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რადგან [მათი მომსახურება] იაფია და პატივს არ სცემენ [უსაფრთხოების] წესებს. ალბათ საჭიროა ინფრასტრუქტურულ პროექტებში დასავლელი პარტნიროების უფრო მაღალი ჩართულობა;

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი (საკითხი, რომელსაც ჯერ არ შევხებივარ) არის ანაკლიის პორტი, რომელიც არსებითია საქართველოსათვის, რადგან შავი ზვის უსაფრთხოება ის საკითხია, რომელიც მომავლისთვის ყველას უნდა გვაღელვებდეს.

საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ რუსეთს არ ჰქონეს ექსკლუზიურობა შავი ზღვაზე თანამშრომლობასა და ვაჭრობაზე (ან ნებისმიერ სხვა რამეზე რაც მომავალში შავ ზღვავზე განხორციელდება). ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ პორტს მომავლისთვის დიდესი პოტენციალი აქვს; ასევე, ცენტრალურ აზიასთან თანამშორმლობისთვის, რაც ვიცით, რომ ევროპისთვის ასევე საინტერესოა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საჯარო ინვესტიციები, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, გზები თუ რკინიგზა (რომელიც ასევე არსებითია) მიჩნეული იყვნენ სტრატეგიულ ინვესტციებად.

ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ საკმაოდ დიდი დრო დაუთმეთ უკრაინაზე საუბარს. ასევე, მოკლედ ისაუბრეთ შეერთებული შტატების არჩევნებზე. ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ნოემბერში დონალდ ტრამპს პრეზიდენტად ხელახლა აირჩევენ. ამჟამად ის და მისი რესპუბლიკელი კოლეგები კონგრესში უკრაინის საკითხთან მიმართებით მხარდაჭერით არ გამოირჩევიან. თუ მას [ტრამპს] აირჩევენ და ის პუტინს თავს მოაწონებს უკრაინასთან დაკავშირებით, რა გაღელვებთ საქართველოსა და საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ ამერიკის მხარდაჭერის შესახებ? ეს შიშია თუ საუკეთესოს იმედი?

რაც შეეხება ტრამპის შესახებ დასმულ კითხვას. მე ვერ და არ განვიხილავ სხვა ქვეყნის არჩევნების საკითხს, მით უფრო რომ ეს ქვნა საქართველოს მნივნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და სადაც [აშშ-ში] დღემდე (და იმედი მაქვს, რომ ეს ასეც გაგრძელდება) ვხედავთ საქართველოსადმი ორპარტიულ მხარდაჭერას. მჯერა, რომ აშშ-ში უკრაინაც ორპარტიული მხარდაჭერის საგნად დარჩება. ერთი რა ხდება არჩევნებამდე, ხოლო მეორე რა ხდება, როდესაც პასუხისმგბელობას იღებ. ვფიქრობ, რომ დღეს, იმ ყველაფრის გათვალისწინებით რაც ჩვენ ვნახეთ და რასაც ვხედავთ, არავის შეუძლია ენდოს პუტინს.

მოდერატორი - ქალბატონო პრეზიდენტო, არ შემიძლია არ გავიხსენო, რომ როცა ბოლოს აქ იყავით, ბარაკ ობამა პრეზიდენტი ხდებოდა და საქართველო მგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელსაც სურდა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯონ მაკკეინი გამხდარიყო. ის თქვენს ქვეყანაში ახლაც ძალიან უყვართ.

ქალბატონო პრეზიდენტო, ძალიან სასიამოვნოა სხვადასხვა ქვეყანაში თქვენი მოგზაურობის და საქართველოს საქმის ადვოკატირების ნახვა. ვფიქრობ, აქ ბევრმა იცის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ასეთი აქტივობები დიდად არ უყვარს და ამის გამო თქვენი იმპიჩმენტი სცადა. საელჩოდან არავინ მინახავს და დარწმუნებული არ ვარ, რომ აქ საელჩოწარმოდგენილი. ეს ნახევრად ხუმრობაა.  რამდენადაც მე ვიცი, თქვენი მოგზაურობისთვის პირადი ხარჯებიდან დაახლოებით, €10,000 დახარჯეთ. აქ თვითდაფინანსებით ჩამოხვედით? და ასევე, წელს, ვადის დასრულებამდე, გაქვთ თუ არა რაიმე გეგმები შემდგომი საერთაშორისო აქტივობისთვის?

აქ მომიწვიეს, ძალიან მოხარული ვარ და მადლობა ყველას ამისთვის და დიახ, გავაგრძელებ [აქტივობას], რადგან ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი წელია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს საქართველოსთვის ყველა შესაძლო კონტაქტი გამოვიყენოთ. რეალურად, სანამ ეს გაუგებარი შეჯიბრი (ან არ ვიცი რა ვუწოდო), დაიწყებოდა, ამ ეტაპის [კანდიდატის სტატუსის მოპოვების] დასაწყისში ყველა სხვადასხვა პასუხისმგებელ ინსტიტუტს 27 დედაქალაქში ჩასვლა შევთავაზე, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი არგუმენტები ყველა მათგანს მივაწოდოთ. სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობა არ იყო გამოყენებული. ასე რომ, დიახ, საქართველო პატარა ქვეყანაა და მას რაც შეიძლება მეტი ხმა სჭირდება და მე ერთ-ერთი მათგანი ვარ.

თქვენ ისაუბრეთ ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის მნიშვნელობის ესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გარანტიაა. გაღელვებთ, რომ სანამ ოპოზიციის ლიდერი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში რჩება ეს პირობა ვერ შესრულდება? ასევე შეგიძლიათ, მოკლედ ისაუბროთ ამ საკითხის გადასაჭრელად თქვენს ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტის შესახებ?

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ არის დამოკიდებული სააკაშვილის ადგილსამყოფელზე. ის არ არის ციხეში მყოფი პოლიტიკური მოწინააღმდეგე. თქვენ კითხვას, რომ პირდაპირ გავცე პასუხი - სააკაშვილი ნავალნი არ არის.

ავტორიტარული რეჟიმებისკენ მიდრეკილების ტენდენცია, ადამიანის უფლებების დარღვევები ციხეებში, ის, რაც ჩვენ სააკაშვილის დრო ვნახეთ და გამოვცადეთ, ბევრ სხვა რეჟიმშიც  გვინახავს. ის ციხეში რეალური მიზეზების გამოა. ეს არ ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული ნაწილი არ უნდა იყოს დაცული (და რომ მას არ უნდა ვცეთ პატიცი). მე ყურადღებით ვაკვირდები ციხეში მის ირგვლი განვითარებულ მოვლენებს.

რას შეეხება იმას თუ რა შეიძლება გაკეთდეს: გეთანხმებით, რომ რეპუტაციული თვალსაზრისით, ბევრად უკეთესი იქნებოდა, ის სადმე სხვაგან იყოს, ეს მთავრობის გადაწყვეტილებაა, თუმცა არსებობს სხვადასხვა გზა, რომლითაც სხვა ქვეყნება მსგავსი საკითხები გადაჭრეს - არსებობს შინაპატიმრობა, ექსტრადიცია. უკრაინამ აჩვენა, რომ მზადაა ექსტრადიცია მოითხოვოს, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ მან [უკრაინამ] ეს [ექსტრადიცია] ოფიციალურად მოითხოვა. ასე, რომ ასეთი შესაძლებლობები არსებობს.

რაც შემეხება მე, მაქვს მხოლოდ ერთი შესაძლებლობა [შეწყალება], რომელზეც საზღვარგარეთ არასდროს ვაკეთებ კომენტარს და ქვეყნის შიგნითაც ძალიან ცოტას ვსაუბრობ, რადგან ძალიან ბევრი სხვა ადამიანია, რომელიც შეწყალების შესაძლებლობას ელოდება და მათთან მიმართებაში უსამართლოა დაიწყო [გადაწყვეტილების] ახსნა, ან დაცვა - ამიტომ მე კომენტარს არ ვაკეთებ.

[შეწყალების შესახებ] გადაწყვეტილება ჩემი მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც მე მივიღებ და პასუხისმგებლობასაც მხოლოდ საკუთარ თავს დავაკისრებ. ეს ნამდვილად არ არის ის საკითხი, რაზეც გაავლენის მოხდენა საგარეო თუ საშინაო ზეწოლებს შეუძლიათ.

მინდა გკითხოთ ქართული ეკლესიის როლის შესახებ, რადგან ზოგიერთი საქართველოს ეკლესიას ხედავს, როგორც რუსეთის რბილ ძალას, რომ რუსეთი უფრო და უფრო მეტ გავლენას იძენს საქართველოს ეკლესიაში. პატრიარქი მოხუცდა და არსებობს შიში, რომ როდესაც ის გარდაიცვლება, და ღმერთმა არ ქნას, ეს მალე მოხდეს, შესაძლოა, საქართველოს ეკლესიაში პრორუსული ტენდენცია იყოს, იმ ეკლესიაში, რომელსაც ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვს საქართველოს საზოგადოებაზე

ეკლესიასთან დაკავშირებით ვითარება ძალიან კომპექსურია, ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ დღეს პატრიარქი ფიზიკურად სისუსტადაა, პატრიარქი, რომელმაც ამ ეკლესიის გეზი ძალიან მტკიცედ შეინარუნა. ჩემი აზრით, მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მართლმადიდებელ ქვეყანაში ძალიან ახლოსა ხელისუფლებასთან და ვიტყოდი, რომ მიდრეკილია მიჰყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებას. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეკლესია ამ შემთხვევაშიც გაჰყვება პროევროპულ რტორიკას. ვინაიდან ოპტიმისტუვარ და მჯერა საქართველოს სიმტკიცის, იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია შეძლებს პროქართველი და პროევროპელი და არა პრორუსი, პატრიარქის არჩევას.

მინდა გკითხოთ საქართველოში მყოფი რუსების შესახებ. ვიცით, რომ [უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ] ბევრი რუსი ჩამოვიდა თქვენს ქვეყანაში, მე არ ვიცი სად გადის მათი ერთგულება და მაინტერესებს, თუ შეგიძლიათ ცოტაოდენი ისაუბროთ საქართველოში რუსების დამოკიდებულებაზე ქართველების მიმართ და ქართველების დამოკიდებულებაზე რუსების მიმართ. იქნებ ასევე, შეეხოთ - არის თუა რა ეს [რუსების შემოსვლა] საქართველოსთვის შესაძლებლობა.

საქართელოში მყოფი რუსების საკითხი ძალიან კომპლექსურია, რადგან რუსების რაოდენობა ახლა დაახლოებით, 70 000-ია, მანამდე მათი რაოდენობა 100 000-ს აღემატებოდა. ზოგიერთი მათგანი სხვა ქვეყანაში წავიდა, მაგრამ ისინი, ვინც დარჩნენ, ძალიან ხელსაყრელ პირობებში არიან, მათ [კანონით] ერთწლიანი ვიზები აქვთ, შეუძლიათ სხვა ქვეყანაში გადავიდნენ, შემდეგ [საქართველოში] ხელახლა დაბრუნდნე და მათი ვიზა მომავალი ერთი წლით განახლდება. ასე რომ, პრაქტიკულად მათ დაფუძნება შეუძლიათ, მაგრამ არ სწავლობენ ქართულს, არ გამოირჩებიან საქართველოსადმი ემპათიით, რომ აღიარონ საქართველოს ტერიტორიების 20%-ი ოკუპაცია. [საქართველოს] სჭირდება რუსებისგან გაიგოს, რომ ისინი არ ამართლებენ რუსეთში არსებულ იმპერილისტურ ტენდენციებს და რომ ისინი გმობენ უკრაინაში ომს. ამ ყველაფერ ისინი არ ამბობენ, ან ხანდაახან ამბობენ ძალინ რბილად. ისინი ქმნიან თვითმყოფად საზოგადოებებს, რომლებიც ქართველებთან არ ინტეგრირდებან. არ ვიტყოდი, რომ ისინი მეხუთე კოლონას წარმოადგნენ, რადგან ისინი პროპუტინისტები არ არიან და არც აუცილებლად პუტინის აგენტებს წარმოადგენენ, თუმცა, შეიძლება მათ შორის იყვნენ ზოგიერთები.. არავის მოუხდენია მათი კონტროლი. ჩვენ მათზე დიდად კონტროლს არ ვახორციელებთ.

მთავრობა მოხარული იყო ამით, რადგან რუსების საქართველოში ჩამოსვლით, ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები გვქონდა. მაგრამ ეს [მაჩვენებლები] მცირდება, რადგან აქ ცხოვრებისას იმდენივე ფული არ შეაქვთ [ეკონომიკაში]. ამიტომ ეს მოწყვალდობის საფუძველი. თუმცა მათ შორის არიან კარგი ახალგაზრდები, ნიჭიერი ტექნოლოგიბისა და კომპუტერული მეცნიერებების სფეროში, რომლებიც შეიძლება ქართული ეკონომიკასთვის კარგი დანამატი იყოს. ასე რომ, [მათ შორის] არიან პოზიტიური ძალები, მაგრამ საბოლოო ჯამში - ეს უფრო მეტად უნდა იყოს გაკონტროლებული, ვიდრე ამას ჩვენ ახლა ვაკეთებთ.

მათ ეკონომიკაში მეტი წვლილი უნდა შეიტანონ და გაიაზრონ, რომ ცხოვრებენ ქვეყანაში (რომელიც თუნდაც მათი ქვეყნის [რუსეთის] მიერ წარსულში დაპყრობილი იყო) სადაც პატივი უნდა სცენ ამ ქვეყნის ხალხს, კულტურას, ენას, იდენტობას და ბავშვები რუსულ სკოლებში კი არა, ქართულ სკოლებში უნდა ატარონ, რათა ისინი საზოგადოების ნაწილი გახდნენ. ასე რომ, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაცაა.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებს, ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვნახოთ

რუსეთში დისიდენტური ძალები, რომელიც ნათლად და მკაფიოდ უარყოფენ რუსეთის იმპერიალიზმს, როგორც მომავლის ძალას და რომლის არსებობაც  ჯერ არცერთი რეჟიმის ქვეშ არ გვინახავს.

ნება მომეცით დასასრულს ვთქვა, მე თქვენს კარიერას მას შემდეგ ვაკვირდები, რაც 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოში საფრანგეთის ელჩი იყავით. Une femme pour deux pays ჩემთვის უნივერსიტეტში საკითხავი მასალა იყო, თქვენ ჩემი კვლევისთვის ინტერვიუ მომეცით.  ასე რომ, მე პირადად, ასევე Chatham House-ის, Liberal International-ის, ამ დარბაზში დამსწრეების და ასობით ონლაინმაყურებლის სახელით დიდ მადლობას გიხდით! ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ!

ბოლოს მინდა ვთქვა შემდეგ ჯერზე, როცა ჩამოვალ, ეს არ იქნება დისკუსია „საქართველოს ევროპული შესაძლებლობა“, ეს იქნება ,,საქართველოს ევროპული რეალობა.