პრეზიდენტი - უსაფრთხოება ეს ერთადერთი პერსპექტივაა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ცივილიზაციურად ევროპულ ღირებულებებს იზიარებს

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

პანელი: უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი [მოდერატორი - ტიმოთი გარტონ ეში]

- ქალბატონო პრეზიდენტო, რატომ არის ევროკავშირში გაწევრიანება ასე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?

ერთი სიტყვა - ეს აუცილებლობაა. უსაფრთხოება და აუცილებლობა. ეს ერთადერთი პერსპექტივა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ცივილიზაციურად ევროპულ ღირებულებებს იზიარებს. მაგრამ დღეს, შესაძლოა, მთავარია უსაფრთხოება და უსაფრთხოების ეს აუცილებლობა არის ის, რაც ევროკავშირმაც უნდა იგრძნოს, რადგან წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა დღევანდელი ომი უკრაინაში, ევროკავშირში რომ არ ყოფილიყო პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუმინეთი, ბულგარეთი.

ასე რომ, წინა გაფართოებამ ფაქტობრივად უზრუნველყო დამატებითი უსაფრთხოება მთელი ევროკავშირისთვის და შემდეგი გაფართოება - ჩვენი გაფართოება, ევროკავშირისდა ჩვენთვის უსაფრთხოების დამატებითი ღირებულება იქნება. ესაა სოლიდარობა და საერთო ღირებულებები. ამავდროულად, ჩვენ საერთო უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს, რაზეც საკმარისად არ ვსაუბრობთ, ეს არის შავი ზღვა. რასაც ახლა რუსეთი აკეთებს ფაქტობრივად არის ის, რაც მან 2007 წელს გამოაცხადა, რომ არ დაუშვებდა დასავლეთს შავ ზღვაზე. და რა მოხდა 2007 წლის შემდეგ?

საქართველო - 2008 წელი, შავი ზღვისპირეთი, ყირიმი - მთავარი პოსტი შავ ზღვაზე და შემდეგ ომი უკრაინაში. [რუსეთმა] გამოაცხადა რის გაკეთებას აპირებდა და როდესაც ამას აკეთებს, ვფიქრობ, ევროკავშირისა და საქართველოს უსაფრთხოებისათვის, ევროპასთან ჩვენი კავშირის უდიდეს ინტერესშია, რომ რუსეთი არ გახდეს ექსკლუზიური ძალაუფლების მქონე შავ ზღვაში, რასაც ის ცდილობს. ეს მნიშვნელოვანია მომავლისთვისაც, კომუნიკაციებისთვის, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო წლებსა და ათწლეულებში, ტრანსპორტის უსაფრთხოებისთვის, ენერგეტიკის უსაფრთხოებისთვის, ჩვენ უნდა ავიცილოთ ეს.

............

ვიზიარებ იმ აზრს, რომ ახლა ცვლილებებისათვის საუკეთესო დროა. თქვენი მოსმენის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ გამონახავთ გზებს იმ საკითხების გადასაჭრელად, რომელიც ეხება ერთსულოვნებას, პროცედურულ საკითხებს, რა უფრო მნიშვნელოვანია.

გაფართოება ჩვენთვის ეგზისტენციალურია, ეს არ არის პროცედურის, მოწონება-არმოწონების საკითხი, არჩევანი არ არის და რისი გაზიარებაც მინდა ისაა, რომ გაფართოება დღეს თქვენთვისაც ეგზისტენციალურია, რადგან თუ გლობალურ სურათს შეხედავთ, რას ხედავთ... ვფიქრობ, ზოგჯერ გვავიწყდება, რომ რუსეთი არამხოლოდ შეიჭრა უკრაინაში, ყველა ქვეყანას კიბერშეტევებითა და ჰიბრიდული ომით ემუქრება, არამედ ახლა ანტისატელიტური ომისაკენ მიდის, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას კომუნიკაციებს და ჩვენი ქვეყნების მთლიან ლოჯისტიკას.

ასე რომ, ვფიქრობ, უნდა იყოს გარკვეული რესურსი, რომელიც ამ საკითხების გადასაჭრელად არსებობს. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის შიგნით, რათა დაჩქარდეს რეფორმები, მაგრამ არაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ ჩვენ ერთად სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ  ვიყოთ ერთად, ვიყოთ ერთიანები, ვიყოთ უფრო დემოკრატიულები და წინ აღვუდგეთ ავტოკრატიათა ალიანს, რომელიც ამწვავებს ტერორიზმსა და კიბერშეტევებს. ველა საფრთხე, რომელიც მოდის, ერთი და იგივე მიმართულებიდან მოდის. მაშ ასე, მოდით შევხედოთ ა სურათს, რომელიც მიუნხენისთვის არის სურათი, რომელიც უნდა დავინახოთ და არ დავიმალოთ კომფორტის მიღმა.