მოგესალმებით,
მოხარული ვარ, რომ ბევრ ლამაზ ქალს ვხედავ აქ შეკრებილს და მათ შორის რამდენიმე მამაკაცსაც მოვკარი თვალი. მოხარული ვარ და ჩემთვის დიდი პატივია გავხსნა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია. ეს ჩვენი პირველი მცდელობაა და ჩვენ ნამდვილად შევაფასებთ თუ რამდენად კარგად განვახორციელეთ ჩვენ მიერ დასახული მიზნები. ჩვენი უმთავრესი მიზანია, ეს კონფერენცია იყოს განსხვავებული, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ გადავხედოთ თუ რას ფიქრობენ, რას აკეთებენ ქალები, რას ქმნიან და შესაბამისად რა შესაძლებლობები არსებობს მათთვის ამ სწრაფად ცვალებად მსოფლიოში, რომელიც სავსეა გამოწვევებით. და ჩვენ, როგორც ქალებს, გვაქვს თუ არა პოტენციალი, რომელიც ჯერ არ გამოგვიყენებია, რესურსები, რომლის გამოყენებაც სხვაგვარად შეგვიძლია, რათა ამ გამოწვევებს ახალი და განსხვავებული ფორმით დავუპირისპირდეთ.
მე ძალიან დიდ დროს არ წაგართმევთ, რადგან აქ ბევრ საინტერესო მომხსენებელს მოვუსმენთ და ბევრი საინტერესო აზრი გაჟღერდება. მსურს რამდენიმე სიტყვა მოგახსენოთ იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენენ ქალები საქართველოს ისტორიაში. საქართველო გახლავთ მედეას ქვეყანა. მედეა დიდად ცნობილი არაა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რადგან მას სხვა ფორმით იცნობენ, როგორც ბავშვების მკვლელს, თუმცა საქართველოში მედეა ცნობილია, როგორც მედიცინის წინაპარი და ბუნებრივი მცენარეებით მკურნალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელი გახლავთ ქართული კულტურის და სწორედ ამიტომ გვყავს ძალიან ბევრი ექიმი გვყავს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობენ, რომლებიც ჩვენი ემიგრაციის ნაწილს წარმოადგენენ.
საქართველო ასევე ამაზონებია და ეს გარკვეულწილად უკავშირდება დღევანდელ თემას - კონფლიქტები, მშვიდობა და უსაფრთხოება - მათ უსაფრთხოების უზრუნველყოფის თავისი მეთოდები ჰქონდათ. ერთ-ერთი ამ ქალთაგან წმინდა ნინო იყო, რომელმაც საქართველოს სამეფო გააქრისტიანა და მას შემდეგ ბევრი წმინდანი ქალი გვყავდა. რა თქმა უნდა, ასევე გვყავს მეფე თამარი, რომელსაც ქართული კულტურისა და ისტორიის აპოგეა უკავშირდება. მრავალი დედოფალი სხვადასხვა სამეფოში, რომელთაც შექმნეს საქართველო, ასევე აღბეჭდეს თავიანთი ისტორია.
1918 წელს პირველმა კონსტიტუციამ ქალებს ხმის მიცემის და 1920 წელს პარლამენტის პირველი შემადგენლობისათვის არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა. ასევე, ქალები კონფლიქტებში, პირველი კონფლიქტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ მოხდა თარიღდება 1921 წლით, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და ერთ-ერთი მოხალისე გახლდათ 18 წლის გოგონა მარო მაყაშვილი, რომელიც ქალებისათვის მაგალითი და ქვეყნისათვის სიმტკიცის სიმბოლო გახდა. ქალები ფრონტის წინახაზზე იყვნენ, როდესაც საქართველომ ეროვნული მოძრაობა დაიწყო, რომელიც წინ უძღვოდა 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენას. 1989 წლის 9 აპრილის დემონსტრაციების დროს, უმრავლესობა ქალი იმყოფებოდა რუსთაველის მოედანზე, რომლებიც რუსეთის სასტიკი რეპრესიის მსხვერპლი გახდნენ.
სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ამ ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი ემიგრანტი ქალი გვყავს ემიგრაციაში. გასულ საუკუნეებში, ქართველები არ ტოვებდნენ სამშობლოს - ეს ახალი ფენომენია, თუმცა ძალიან მსხვილი, რადგან დღეს მილიონ ნახევარზე მეტი ქართველი ცხოვრობს საზღვარგარეთ, და მათგან ბევრი ქალია, რომლებიც ოჯახებს იქიდან არჩენენ.
ქალები ამასთანავე ძალიან აქტიურები არიან კულტურისა და ხელოვნების დარგში და მათ გაცნობას ჩვენი პანელების მეშვეობით შეძლებთ. და აქ საუბარი შეეხება თუ რა არის ქალის როლი და გავლენა, მათ შორის საქართველოსა და მის საზოგადოებაში. აქ ქალები წარმოდგენილები არიან მრავალ დარგში: ეკონომიკა, კულტურა, მედიცინა და საგანმანათლებლო სფერო, შესაძლოა ნაკლებად პოლიტიკაში. პოლარიზაცია და სიძულვილის ენა, ქართული პოლიტიკის სირთულე და სიუხეშე სავარაუდოდ ერთ-ერთი ახსნაა, თუმცა შესაძლოა არა ერთადერთი.
ქალები იმ 85%-ში არიან, რომლებიც საქართველოს ევროპულ გზას უჭერს მხარს - ისინი ყველაზე მიზანდასახულები და აქტიურები არიან ამ გზაზე, რადგან მათ ერთი რამ იციან, რომ მათი შვილებისთვის, მათი განათლებისთვის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის მხოლოდ ერთი პერსპექტივაა და ეს ევროპაა.
ერთ რამეს დავამატებ, ცოტა მოგვიანებით, დავაჯილდოვებ შესანიშნავ ქალს, მადლენ ოლბრაითს (სიკვდილის შემდგომ). აშშ-ში მის დაკრძალვაზე ვიმყოფებოდი. ის აშშ-ს თანამედროვე ისტორიაში მნიშვნელოვანი ქალი იყო, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა იმ ქვეყნისათვის, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაცემის შემდგომ თავიანთი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის იბრძოდნენ. მსურს ეს ჯილდო გადავცე მის ოჯახის წევრებს. სამწუხაროდ ისინი დღეს ჩვენთან ერთად ვერ არიან, თუმცა ჩემთვის დიდი პატივი იქნება, რომ კარენ დონფრიდს გადავცე ეს ჯილდო რომელიც აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი გახლავთ. ის გადასცემს ამ ჯილდოს ოჯახს ქართველი ხალხის მხრიდან სიყვარულითა და პატივისცემით.
დიდი მადლობა!