საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციაზე

- ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო დონალდ;

მინისტრებო;

თქვენო აღმატებულებავ, პატივცემულო სტუმრებო;

ქალბატონებო და ბატონებო;

მეც მოგესალმებით საქართველოში რიგით მე-16 კონფერენციაზე სახელწოდებით „საქართველოს ევროპული გზა“. აღნიშნული კონფერენცია განახლებულ მნიშვნელობას იძენს გამორჩეულად მაღალი დონის წარმომადგენლობის გამო, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს. მაგრამ, ასევე იმიტომაც რომ ისსაქართველოსდა ევროკავშირისთვის გადამწყვეტ დროს ტარდება: პარტნიორობის წარმატებული ათწლეულის შემდეგ, დრო მოვიდა ჩვენს ურთიერთობაში ახალი მიმართულება დავსახოთ.

მოგესალმებით, პირველ რიგში არა როგორცპროევროპული, არამედ როგორც ამაყი ევროპელი ერის პრეზიდენტი. ქვეყანა, რომლის კულტურა და ცივილიზაცია გამორჩეულად ევროპულია: მედეას სამშობლო უძველეს მითოლოგიაში; მეღვინეობის აკვანი; ქრისტიანი ერი ახ. წ. მე-4 საუკუნიდან. ქვეყანა, რომელმაც დასაბამი მისცა ქალთა უფლებებს ახ. წ. მე-12 საუკუნეში ქალი მეფის მმართველობით და 1918 წლის პირველ საპარლამენტო არჩევნებში ქალებისათვის ხმის მიცემის უფლების მინიჭებით. მხოლოდ ბუნებრივია, რომ ქვეყანას ახლა ქალი პრეზიდენტი ჰყავს.

ჩვენი ღირებულებები, კულტურა და ისტორია ევროპულია.

ჩვენი პოლიტიკა გამორჩეულად ევროპულია: ჩვენი მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს. ეს მხარდაჭერა უცვლელია ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში, ცვლილებებისა და ევროსკეპტიციზმის გარეშე. ევროპაში გავრცელებულ ახლანდელ კონტექსტში, საქართველო გახდა ერთგვარი გამონაკლისი, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და ენთუზიასტი ქომაგი. მიუხედავად შიდაგანსხვავებულობისა, რაც არსებობს, ყველა მთავარი პოლიტიკური პარტია იზიარებს და მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას. ეს მტკიცე სწრაფვა აისახა ჩვენს ახალ კონსტიტუციაში, რომელიც გასულ წელს მივიღეთ.

1990 წლიდან საქართველომ ბევრი რთული პერიოდი გამოიარა. საბჭოთა 70 წლიანი ბატონობის შემდეგ იყო სახელმწიფოს ხელახლა მშენებლობის ეტაპი. ძალების აღდგენა 2008 წლის ომის შემდეგ, ომმა, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და ღია ჭრილობით ცხოვრება განაპირობა. დემოკრატიისთანმიმდევრულადშექმნასთან ასოცირებული გამოწვევების გადალახვა. ჯერ კიდევ სირთულეების პერიოდში, ყოფნის მიუხედავად, ერთი მახასიათებელი შეუცვლელი რჩება: ჩვენი ურყევი მიზანი კვლავ შევუერთდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში, საქართველომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე თქვენი დახმარებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. თხუთმეტი წლის წინ, ჩვენ შევუერთდით ევროპულ სამეზობლო პოლიტიკას. ათი წლის წინ, ჩვენ გავხდით აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილი. ხუთი წლის წინ, ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას. ახლა კი, როგორც არასდროს, ვსარგებლობთ მჭიდრო კავშირებით რაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შედეგია გვაქვს უვიზო მიმოსვლა, ვიღებთ ძირითად ეკონომიკურ მხარდაჭერას, ვსარგებლობთ სავაჭრო ურთიერთობებითა და ინტეგრაციით. ყოველწლიურად იზრდება ჩვენი ეკონომიკური კავშირის შედეგები ევროკავშირთან, რომელიც თანდათანობით ხდება ჩვენი უპირველესი სავაჭრო პარტნიორი, რომელიც უკვე აღემატება სიდიდით თურქეთსა და რუსეთს.

ათწლიანი პარტნიორობის შედეგად საქართველო დღეს როგორც არასდროს ახლოსაა ევროკავშირთან. უფრო მეტად მჭიდრო კავშირების დამყარების პროცესმა კი მნიშვნელოვანი უპირატესობები მოუტანა ქვეყანას და მოსახლეობას. უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში საქართველო გახდა უფრო დემოკრატიული და წარმატებული. ჩვენმა დემოკრატიულმა კულტურამ მოამწიფა წყება სიახლეებისა:პირველად მოხდა ხელისუფლებისმშვიდობიანი გადაცემა; პირველი პარლამენტი კონსტიტუციური უმრავლესობის გარეშე; მეორე ტური საპრეზიდენტო არჩევნებში. ჩვენი ინსტიტუციები გაძლიერდნენ: პარლამენტის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რათა აღარ დაბრუნდეს ერთპიროვნული მმართველობა; მედიის პლურალიზმი არასდროს ყოფილა ასე ძლიერი; რეფორმებმა გაამყარა კანონის უზენაესობაინდივიდებისა დაბიზნესისათვის.

ადგილი, სადაც დღეს ვართ ადასტურებს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებასა და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისმზაობასადა მხარდაჭერას. თუმცა, საქართველოს ამბიცია აქ არ სრულდება და ძალიან ნათელია: ეს არის წინსვლაგაწევრიანებისკენ. ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, მისაბაძი მაგალითია ლატვიის პრეზიდენტიქალბატონი ფრაიბერგა: იგი საბჭოთა კავშირს კანადაში გაექცა, მაგრამ დაბრუნდა პოლიტიკური ემიგრაციიდან, რათა თავისი ქვეყანა ევროკავშირსა და ატლანტიკურ ალიანსში შეეყვანა. მე ამაზე ნაკლები საქართველოსთვის არ მინდა. ჩვენ არასდროს ავარიდებთ თავს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ მიზნებს.

მაშინ როცა ჩვენ ვართ ამბიციურები, ასევე გვინდა რომ ევროპამ წარმატებას მიაღწიოს და გაერთიანდეს. როგორც პარტნიორებს, ჩვენ გვესმის რომ ევროპას აქვს საკუთარი გამოწვევები, მათ შორისბრექსითის მოლაპარაკებები, ევროსკეპტიციზმის ზრდა და მიგრაციის საკითხები. ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ ევროპა პირველ რიგში თავად საჭიროებს რეფორმირებას. ცხადია, ამასთან, ევროპელი საზოგადოების პრიორიტეტი შიდა რეფორმები უფროა, ვიდრე ახალი წევრების მიღება.

იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს სურს ევროპის წარმატება, ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ცოტა მოთმინება. თუმცა, სანაცვლოდ, ჩვენ ერთობლივად უნდა შევინარჩუნოთ სითამამე და ამბიციურობა. პოზიტიური იმპულსის შენარჩუნება სასიცოცხლოაპარტნიორობისახალი მიმართულების განსაზღვრაში. როგორც თქვენი წარმატების ისტორია, ჩვენ მივისწრაფვით ვიყოთ ინოვატორები. ჩვენ ვართ საკმაოდ პატარა ქვეყანა, რომ ვიყოთ საცდელი სივრცე.

ვინაიდან გადავდივართ პარტნიორობის ახალ ეტაპზე, ჩვენ არ შეგვიძლია შევჩერდეთ ან სვლა შევანელოთ.

უნდა გავაღრმავოთ არსებული პარტნიორობა და უნდა ვიმოძრაოთ წინ უფრო ახლო ურთიერთობისთვის. ეს უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს სრულ მონაწილეობას ევროპულ პოლიტიკაში; საქართველოს უფრო მეტი ჩართულობით ევროპულ სავაჭრო სივრცესა და ეკონომიკაში; ეს არის უფრო მეტი ევროპული დემოკრატია საქართველოში. ჩვენ ერთად უნდა ვეძებოთ ახალი შესაძლებლობები, რადგან ჩვენი მიზანიადავაკაკუნოთყოველ კარზე და გავაღოთ ისინი. იმ დროისათვის, როცა დავასრულებთ ყველა კარის გაღებას, აღმოაჩენთ რომ საქართველო გახდა წევრი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი დევიზის „მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში“ შესაბამისად, ყურადღება უნდა გავამახვილოთ რამდენიმე მიმართულებაზე:

· უპირველეს ყოვლისა, უფრო ახლო ადამიანური კავშირები. საქართველოს უნდა ჰქონდეს უფლება მოახდინოს სხვადასხვა ევროპული პოლიტიკის სრულად ინტეგრირება, რაც მოქალაქეებისთვის იქნება ხელშასახები მტკიცებულება, რომ ჩვენ უფრო მეტად და სიღრმისეულად ვუახლოვდებით ევროკავშირს

· ჩვენ უნდა გვქონდეს სრული მონაწილეობისა და წევრობის უფლება კულტურასა და განათლების პროგრამებსა და პოლიტიკაში. არ არსებობს მიზეზი, რაც შეაფერხებს საქართველოს სრულუფლებიან წევრობას ევროპული კულტურისა და განათლების სფეროებში.

o ჩვენ ვართ ერთ-ერთი, ყველაზე აქტიური მომხმარებელი „ერაზმუს“-ის პროგრამის და უნდა გვქონდეს სრული მონაწილეობის უფლება პროგრამაში, რაც „ერაზმუს“-ს მოჰყვება;

o ჩვენ გავერთიანდით უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ასოციაციაში. მოუთმენლად ველით შევუერთდეთ ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას პროფესიულ განათლებასა დატრენინგში;

o ჩვენ ვართ „კრეატიულიევროპის“ნაწილი და ვიქნებით 2022 წლის „ევროპალიის“ ფესტივალის სტუმარი. საქართველო მიისწრაფვის იყოს ევროკავშირის კულტურული სფეროს სრულყოფილი წევრი და ამისათვის კარგი საბაბია რათა უკვე დავიწყოთ ფიქრი თუ რომელი ქართული ქალაქი უნდა გახდეს მომავალში ევროპული კულტურის დედაქალაქი.

· უვიზო მიმოსვლა არის უდიდესი მიღწევა, რამაც შეცვალა ადამიანური ურთიერთობა ევროპისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას თავშესაფრისმაძიებელთა გამოწვევების დასაძლევად. ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის. ცირკულარული მიგრაცია არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი პასუხად ჩვენ ვმუშაობთ შეთანხმებებზე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რომ განვავითაროთ კვალიფიციური და პროფესიონალი სამუშაო ძალა. ამ მიმართულებით ჩვენ დაგვჭირდება ევროპის მხარდაჭერა და ხელშეწყობა.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ჩვენი ეკონომიკისთვის, ეკონომიკური

ინტეგრაციის გაღრმავება გვჭირდება, რათა უფრო მეტად მჭიდროდ დაუკავშირდეთ ევროპას. ამისათვის მნიშვნელოვანია უფრო მეტად მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირის პოლიტიკებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი,კომუნიკაციები, რეგიონული განვითარება და უსაფრთხოება, რაც შესაბამისობაშია ჩვენს ცალმხრივ საგზაო რუკასთან.

ჩვენ ასევე გვჭირდება, რაც უკვე აღინიშნა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული ფინანსური მექანიზმის შექმნა, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაზე იქნება დაფუძნებული და გაითვალისწინებს ჩვენს ღირსებებსა და მიღწევებს. ახლა საჭიროა ბოლო და ყველაზე რთული რეფორმების ტალღის მხარდაჭერა, როგორც ცნობილია ჩვენამდე ყველა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებამდე ეს გზა განვლო. ასევე გვჭირდება ჩვენი ეკონომიკა მოვარგოთ, რეგულირება მოვახდინოთ, ევროკავშირის ერთიან საბაზრო წესებთან. ამის არსი არის ის, რომ არასატარიფო ბარიერები მოიხსნას და ჩვენი ეკონომიკის ევროპის ეკონომიკასთან სტრუქტურულად ინტეგრირება მოხდეს.

როდესაც მომავლისკენ ვიყურებით, ასევე საჭიროა ვიფიქროთ ჩარჩოებს მიღმა. როგორც განვაცხადე, ჩვენ გვესმის ის რეალობა, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას მაშინ როდესაც დღის წესრიგშია ამა თუ იმ ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. თუმცა, მეორეს მხრივ, ქართველებისთვის რთული გასაგები იქნება თუ რატომ დაბრკოლდა და შენელდა ჩვენი სვლა ევროკავშირისკენ.

ამ ყველაფრის შემდეგ გაწევრიანების პროცესი და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს გახლავთ ევროპის ყველაზე ეფექტური საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყნებს აახლოებს და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისკენ უბიძგებს. ამ მექანიზმებზე უარის ტქმა შეუძლებელია. ჩარჩოებს მიღმა ერთი მოსაზრება არის ის, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოების გარეშე მიეცეს უფლება გაიაროს საჭირო პრაქტიკული პროცესები რაც აუცილებელია ევროკავშირის სექტორული გაწევრიანების თავების დოკუმენტის ფორმალური იმპლემენტაციისთვის. ასეთი პრაგმატული, არა ინსტიტუციონალური, აპოლიტიკური გადაწყვეტილება უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება. ეს საქართველოს ევროპასთან დააკავშირებს და დაიცავს მას ყოველგვარიიმედგაცრუებისგანდასკეპტიციზმისგანამასობაში კი ევროკავშირს მიეცემა დრო არსებული ვითარების გასაანალიზებლად და გადაწყვეტილებების შესაჯერებლად, მაგრამ ეს პროცესი ასევე უკავშირდება
საქართველოს მიერ საკუთარივალდებულებებისშესრულებას. მისი მხრივ, საქართველო დემოკრატიული პოტენციალის გასაძლიერებლად კვლავ გააგრძელებს სვლას. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, მე ვარ იმის გარანტი, რომ გავაძლიერებთ სვლას სამი ძირითადი მიმართულებით.

პირველი ჩვენ გვჭირდება ყველაზე საჭირო სამი ინსტიტუციონალური რეფორმის იმპლემენტაცია, რაც ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნებისგან მოითხოვს პოლიტიკურ მხარდაჭერასა და პრაქტიკულ დახმარებას.

ეს სამი მიმართულებაა:

- სასამართლო სისტემის რეფორმირების მეოთხე ტალღა მნიშვნელოვანია, რათა ქართველი ხალხის ნდობა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიმართ ამაღლდეს და კანონის უზენაესობის შემდგომი გაძლიერება მოხდეს.

- საჯარო ადმინისტრირების რეფორმა მაღალი პროფესიონალური და სტაბილური საჯარო სამსახურის უზრუნველსაყოფად არის საჭირო.

- ჩვენიანტი-კორუფციულისტრატეგია სამთავრობო ინსტიტუტების მაღალ გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას შეუწყობს ხელს.

მეორე: ჩვენ გავაგრძელებთ პოლიტიკური დიალოგის წახალისებას პოლიტიკურ სივრცეში ეს იყო ჩემი დევიზი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ამ მიმართულებით საზოგადოების მოთხოვნის პასუხად მმართველი პარტიის გადაწყვეტილება 2020 წელს არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ არის მთავარი ნიშნული. ეს პარლამენტს უფრო წარმომადგენლობითს გახდის, შედეგად საზოგადოების ნაკლებად აქტიურინაწილი პოლიტიკაში ჩართვას შეძლებს და ეს ნამდვილად დაგვეხმარება საბჭოთა მემკვიდრეობის დაძლევაში რაც არის ერთი პარტიის და ერთი პირის მმართველობა. ამის შედეგად ქვეყანას შეეძლება ჰყავდეს პირველი კოალიციური მთავრობა.

ნებისმიერ შემთხვევაში საქართველო თანდათანობით დაემსგავსება ევროპული სტანდარტის საპარლამენტო დემოკრატიულ ქვეყანას.

მესამე, ჩვენ შევძლებთეუთოსმიერ შემუშავებული რეკომენდაციების, სრულყოფილად თუ არა მისი უმეტესი ნაწილის იმპლემენტაციას, რათა საარჩევნო პროცესი დავხვეწოთ 2020-ის საპარლამენტო არჩევნებამდე. თითოეული არჩევნების პროცესი უნდა განიცდიდეს პროგრესს და ევროპულ სტანდარტებთანთავსებადობისკენუნდა ისწრაფვოდეს.

სამწუხაროდ, ჩვენი ევროპული ბედისწერა გეოგრაფიულ მდებარეობას ვერ აუვლის გვერდს.

8 აგვისტოს იმ ომის 11 წლისთავს აღვნიშნავთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპაციით დასრულდა. თუ ის მიზნად ჩვენი ევროპული გზიდან გადახვევას ისახავდა, ამაზე ჩვენი სტრატეგიული პასუხი - საქართველოს მდგრადობაა.

მაშინ როცა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მსოფლიოს ახალი ამბების სათაურებში აღარ გვხვდება, ეს საკითხი მაინც საქართველოს თითოეული მოქალაქის ღია ჭრილობად რჩება. ეს არის საკითხი, რომლის დავიწყება არ შეიძლება და არც მოხდება. 20 ივნისს გამართული ცნობილი დემონსტრაცია ბუნებრივი გამოხატულებაა იმისა, რაც ათწლეულების მანძილზე მწიფდება: ერთი მხრივ, ეს არის სახალხო აღშფოთება სუვერენული ერის უკანონო ოკუპაციის წინააღმდეგ, მეორეს მხრივ იმედგაცრუება, დათრგუნვა, რაც გამოწვეულია ხელახალი გაერთიანებისთვის საჭირო პოლიტიკური პროგრესის ნაკლებობით.

მაშინ როდესაც მადლიერი ვართ, იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც მიიღო ევროპამ საქართველოსთან დაახლოების შესახებ, ქართველი ხალხის გზავნილია, რომ ელის ევროპისგან მეტ მხარდაჭერას, მეტ ჩართულობას, როდესაც საკითხი ოკუპაციის პრობლემას ეხება. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ხელახალი დადასტურება მისასალმებელი და აუცილებელია. თუმცა, ეს არ არის საკმარისი, როგორც ახალგაზრდა დემონსტრანტების პროტესტმა ნათლად დაგვანახა. გადაუჭრელი კონფლიქტები ხანგრძლივ არასტაბილურობასსთესს.

საქართველო არის მშვიდობიანი ქვეყანა, რომელსაც არასდროს მისი ისტორიის მანძილზე უცხო ქვეყანაში არშეჭრილა. ქართველები მილიონობით რუსი ტურისტების მასპინძლობას, ტრადიციული სტუმართმოყვარეობით, ტოლერანტობით და სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფით განაგრძობენ, მიუხედავად 2008 წლის ომისა. ჩვენი უდრეკი არჩევანია ოკუპაციის საკითხის მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით გადაწყვეტა. ეს არის ასახული ჩვენს სამშვიდობო გეგმაში - სახელწოდებით, ნაბიჯები უკეთესი მომავლისთვის.

დემოკრატიული, მშვიდობიანი, მიუხედავად ყველაფრისა სტაბილური, ევროპელები, აი ასეთი ქვეყანა ვართ ჩვენ. ახლახანს, განახლებული დაძაბულობა რუსეთთან, ასევე გამოხატავს, რომ გადაუჭრელი კონფლიქტები და არსებული მდგომარეობა (status quo) არც პოლიტიკურად არის ქართველებისთვის მისაღები და არც ხანგრძლივ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

ჩემი მოწოდება დეესკალაციისკენ, ჩემი შეთავაზება ჟენევის მოლაპარაკებების პოლიტიკური განზომილებით გაძლიერების შესახებ, ჩემი რწმენა, რომ ევროპა უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული და მხარი დაუჭიროს ჩვენ არჩევანს ოკუპაციის მშვიდობიანად გადაჭრის შესახებ არის პასუხი ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების მიმართ.

საქართველო არ სჭირდება ფსევდო ისტორიულ არგუმენტები საკუთარი თავის გასამართლებლად არ უყურებს, რადგან მას ეს არ სჭირდება. საქართველოს საერთაშორისო სამართლის ნორმები არასდროს დაურღვევია. საერთაშორისო სამართლის პრინციპები ან რომელიმე ქვეყნის საზღვრების სუვერენიტეტი არასდროს დაურღვევია. ჩვენი სამშვიდობო გეგმამოქმედებაშია.

2005 წელს, მე აქ ბათუმში ვიმყოფებოდი, რუსული აღჭურვილობითპირველი გემის გასვლას ვუყურებდი, რაც სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებებს მოჰყვა. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ყველა ავირიდებთ შეცდომებს, თუ ყველა ერთობლივად ჩავერთვებით, თუ ესკალაციის ნებისმიერ ფორმას ავიცილებთ, ყველა ერთად რუსული სამხედრო ბაზების გუდაუთიდან, და ცხინვალის რეგიონიდან გასვლის თვითმხილველნი გავხდებით.

სტაბილურობა რეგიონში, სტაბილურობა შავ ზღვაზე ევროპისთვის ისევე ძვირფასია როგორც საქართველოსთვის და ყველა ჩვენი მეზობლისათვის. ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშავოთ ამაზე.

თქვენ ჩვენი სტაბილურობა გჭირდებათ და მთელ რეგიონს სჭირდება ჩვენი სტაბილურობა. ჩვენ გვჭირდება თქვენი9 პოლიტიკური მხარდაჭერა, მედიაცია, ჩართულობა, რაც გინდათ დაარქვით, იმისათვის, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. თქვენ გჭირდებათ ჩვენი ენთუზიაზმი იმისათვის, რომ შთააგონოთ თქვენს ხალხს ევროპისთვის ახალი სულის შთაბერვა.

ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა რათა გავიაროთ დემოკრატიული გამოწვევებისა და ეკონომიკური რეფორმების ბოლო ეტაპი იმისათვის, რომ მივიდეთ იქ სადაც გვსურს ყოფნა თქვენთან ერთად, სრულად ევროპაში!