მთელს ევროპაში ევროპის დღე ევროპელ ხალხთა და ევროპის ქვეყნების ერთიანობის დღედ აღინიშნება, ეფუძნება ევროპული კულტურისა და ისტორიის შემქმნელ ფასეულობებს.
ევროპის ისტორია გვაჩვენებს, რომ ყოველ დიდ გამოწვევას - ომსა და ტრაგედიას მოჰყვება ახალი შესაძლებლობები, ახალი სიმტკიცე, ახალი ენერგია. ჩვენც ამ მშვიდობიანმომავლის იმედს ვიზიარებთ დღეს და ყოველივე 9 მაისს.
ევროპამ ახლახან გვაჩვენა, რომ მისთვისაც საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირეა. მისთვის საქართველოს სტაბილურობა, დემოკრატიულობა და წინსვლა თურმე ცარიელი სიტყვები კი არა, რეალური მიზანი და ამოცანა ყოფილა. სწორედ ამის ნიშანია, ევროპის უმაღლესი ხელმძღვანელობის ჩართულობა ჩვენი პოლიტიკური კრიზისის გადასალახად. ევროპა გვერდში დაგვიდგა!
ჩვენი ევროპისკენ მიმავალი გზა არც ადვილი და არც ერთგვაროვანია, თუმცა ჩვენ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ვიცით, რომ ეს ჩვენი წინსვლის რეალური გზაა!
ამ დღეს ვულოცავ ყველა ჩვენს ევროპელ პარტნიორს, ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ევროპაში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. ეს დღე ჩვენი ერთობლივი დღესასწაულია!
გილოცავთ!