საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ,,ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენი მიღება, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტო სანდუ, უკრაინის პრეზიდნეტო ზელენსკი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტო შარლ მიშელ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო ელჩო, ძვირფასო სტუმრებო!

დღეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ჩვენი ერთად შეკრება კი, მნიშვნელოვანი ფაქტია ამ კონფერენციისთვის. ევროპული ინტეგრაციის ჩვენს საერთო გზაზე ახალი ნაბიჯის აღმნიშვნელია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით ასოცირებული ლიდერების დღეს დაგეგმილი შეხვედრა.

ეს დღე ჩვენი საკუთარი და საერთო ძალისხმევის სერიოზულობის, ევროპული გზისა და ჩვენი საერთო ევროპული მომავლის მაჩვენებელია.

თავისთავად ის ფაქტი, რომ პანდემიის შემდგომი შეზღუდვების შემდეგ, შევძელით ბათუმის ევროპული კონფერენციის არა მხოლოდ შენარჩუნება განსხვავებული ფორმით, არამედ შევძელით მისი გაგრძელება უმაღლეს დონეზე. მასში პირველად ოთხი პრეზიდენტი იღებს მონაწილეობას, რაც ახალი საწყისია. ახალი საწყისი, რომელიც ჩვენში იმედს სახავს და ეს ასევე ყველასთვის ჩვენი მიზნებისადმი განახლებულ პასუხისმგებლობას ნიშნავს, პირველ რიგში, საქართველოს პასუხისმგებლობას.

საქართველოს ევროპული არჩევანი ჩვენი ისტორიისა და ჩვენი ღირებულებებისგან განუყოფელია და ის აღბეჭდილია ჩვენს ყველა კონსტიტუციაში, მას შემდეგ რაც საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა.

ეს ჩვენი ხალხის უცვლელი არჩევანია და პოლიტიკურ პარტიებს შორის რა საკითხზეც არ უნდა იყოს პოლარიზაცია და დებატი, ამ საკითხზე კონსენსუსი არასდროს ყოფილა სადავო! მრავალი გამოწვევის მიუხედავად, მათ შორის ოკუპაციის გამოწვევისა (მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ზელენსკის ენგურის ხიდთან საოკუპაციო ხაზზე ჩასვლისათვის) საქართველოს მისწრაფება არასდროს ყოფილა ეჭვქვეშ!

ამ არჩევანს - ევროპული გზის არჩევანს, ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის ალტერნატივა არ აქვს! ბათუმის კონფერენცია იმის ნიშანია, რომ ჩვენ ამ საქმეში მარტო არ ვართ. ჩვენ მხარში გვიდგანან და გვამხნევებენ, თუმცა, ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ უფრო სწრაფად.

ბათუმის კონფერენცია ძლიერი მესიჯია აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის. გარკვეული რეცესიების მიუხედავად, როგორიცაა ბელარუსის მიერ თავისი მონაწილეობის შეჩერება, ბათუმის კონფერენცია ნიშნავს, რომ ჩვენ აქტიურად ვემზადებით მომავალი სამიტისთვის.

ეს ნიშნავს, რომ ეს პარტნიორობა ცოცხალია, წინ მიდის და ძლიერადაა მხარდაჭერილი ევროპის მმართველობის და ასევე, ევროპელი პარტნიორების მიერ.

ბათუმის კონფერენცია მომენტია დავფიქრდეთ რეგიონში ევროკავშირის ხელახალ ჩართულობაზე.

მადლობას ვუხდი პრეზიდენტ მიშელს არამხოლოდ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში პირადი ჩართულობისათვის, ასევე, ახლახანს განხორციელებული ვიზიტისათვის ჩვენს ორ კავკასიელ მეზობელთან, რომლებიც ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები არიან. ეს ჩართულობა და რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტების განხილვა ხაზს უსვამს ევროკავშირისათვის სამეზობლო რეგიონის დემოკრატიულობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას. ასევე, დიდი პროექტების ფინანსური ჩართულობა და პოლიტიკური მხარდაჭერა ამ განახლებული ინტერესის დემონსტრაციაა.

ბათუმის კონფერენცია მესიჯია ასოცირებული ქვეყნებისთვის, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მეტი თუ მეტს მივაღწევთ. ჩვენი ევროპული მომავალი ჩვენს ხელშია. ჩვენ ფოკუსი უნდა მოვახდინოთ ჩვენს პროგრესზე, ჩვენს მიზნებზე, ჩვენს პრინიპებზე და გვქონდეს მეტი ამბიცია, მაგრამ არა მხოლოდ სიტყვებით არამედ მოქმედებითაც. შიდა დაყოფასა და გაუგებრობის ნებისმიერი ფორმას შეუძლია მხოლოდ დაასუსტოს ჩვენი მიზნები და ჩვენი პარტნიორების მიზანდასახულობა.

ეს არის ის, რაც ნებისმიერ ფასად თავიდან უნდა ავიცილოთ.

დაბოლოს, ბათუმის კონფერენცია მესიჯია ჩვენი მოქალაქეებისთვის. იმედისა და ძლიერი სტიმულის მესიჯი - ევროპა არ არის მხოლოდ დეკლარირებული მიზანი, ის გულისმობ რეფორმებს, რომლებიც უნდა განხორიციელდეს და ასევე, აღებული ვალდებულებების შესრულებას. ის ნიშნავს მუშაობასა და შეუდრეკლობას. ამის შემდეგ ჩვენი მომავალი ჩვენს ხელში იქნება. ეს ერთადრთი გზაა, რომელიც სტაბილურობისაკენ, კონსოლიდირებული უსაფრთხოებისაკენ, მეტი დემოკრატიისა და დაცული განვითარებისკენ მიგვიყვანს და ამ გზას ალტერნატივა არ აქვს!

მიხარია, რომ დღეს აქ გავერთიანდით იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ამ გზის განვითარება და რომ ის ჩვენ მიზნებთან უფრო ახლოს მიგვყვანს.

ამ კონფერენციის ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებულ, ზოგისთვის დისტანციურ, მაგრამ ძალიან ეფექტიან და ენერგიულ შეხვედრებს, რომლებიც ჩვენ მომავალთან დაგვაახლოვებს.

გმადლობთ!