საქართველოს პრეზიდენტის
განკარგულება
N23/07/01 2024 წლის 23 ივლისი ქ.თბილისი
საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის შემადგენლობის
დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს სახელმწიფო პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 17 იანვრის N27 ბრძანებულებით დამტკიცებული წესისა და პირობების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული პრემიის მინიჭების ღონისძიებათა უზრუნველყოფის, კონკურსის გამოცხადების, განაცხადების მიღებისა და განხილვის, პრემიის ლაურეატთა გამოვლენის მიზნით, შეიქმნას საქართველოს ეროვნული პრემიის კომისია (შემდეგში - კომისია) და დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
ნინო დობორჯგინიძე |
- |
სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ფილოლოგი, ენათმეცნიერი, კომისიის თავმჯდომარე |
გიორგი ბაქრაძე |
- |
სს პროკრედიტ ბანკ საქართველოს დირექტორთა საბჭოს მრჩეველი, ეკონომისტი |
დალი ბერულავა |
- |
ექიმი, ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი |
ლევან გორდეზიანი |
- |
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ისტორიკოსი |
ზაალ კოკაია
|
- |
ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების და აღდგენითი ნევროლოგიის ლაბორატორიის გამგე, პროფესორი, ბიოლოგი |
მარინა მუსხელიშვილი |
- |
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტი |
მერაბ სვანაძე |
- |
სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მათემატიკოსი |
ალექსანდრე შენგელაია |
- |
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის განყოფილების გამგე, ფიზიკოსი |
გია ხატისაშვილი |
- |
ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ბიოლოგიური ჟანგვის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ბიოქიმიკოსი. |
2. კომისია საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სალომე ზურაბიშვილი