საქართველოს პრეზიდენტის
განკარგულება
N15/07/01 2022 წლის 15 ივლისი ქ.თბილისი
საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის
მოწვევის შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია 2022 წლის 18 ივლისიდან.
სალომე ზურაბიშვილი