საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება
N19/05/01 2022 წლის 19 მაისი ქ.თბილისი
ალექსანდრე (ლექსო) თორაძის ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებისა და მსოფლიოში მისი პოპულარიზაციისათვის, მრავალწლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ქართველ ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პიანისტი ალექსანდრე (ლექსო) თორაძე დაჯილდოვდეს ბრწყინვალების ორდენით (სიკვდილის შემდეგ).
სალომე ზურაბიშვილი