საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება
N25/05/05 2022 წლის 25 მაისი. ქ.თბილისი
ღირსების მედლით დაჯილდოების შესახებ
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისა და მაღალი პროფესინალიზმისათვის, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, პიროვნული სიმამაცისათვის, საქმისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ:
გიორგი ზაქარაშვილი - უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი
თორნიკე ბერეკაშვილი - ქ.ოდესაში საქართველოს გენერალური კონსული
კუკური თოფურია - უკრაინაში საქართველოს საელჩოს და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელობის უფროსი მრჩეველი
ნანა ჩაბრავა - უკრაინაში საქართველოს საელჩოს და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელობის კონსული
იაროსლავ მუზიჩკო - საქართველოს საპატიო კონუსლი ქ. ლვოვში
სალომე ზურაბიშვილი