საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 84
N 84 2019 წლის 14 თებერვალი ქ. თბილისი
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 19.12.2013, 010210040.08.002.016900) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25, საფოსტო ინდექსი - 0114.“.
მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სალომე ზურაბიშვილი