საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 20/03/01
N 20/03/01 2019 წლის 20 მარტი ქ. თბილისი
იოსებ ჩახვაშვილის ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ
- „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს იოსებ ჩახვაშვილი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან 2019 წლის პირველი აპრილიდან.
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება