საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 191 - საქართველოს პრეზიდენტის დროშის დამტკიცების შესახებ
N 191 2020 წლის 30 ივლისი ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის დროშის
დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
. საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის დროშა თანდართული სახით.
მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის
2020 წლის 30 ივლისის
N 191 ბრძანებულების
დანართი
საქართველოს პრეზიდენტის დროშა
საქართველოს პრეზიდენტის დროშა არის კვადრატული ფორმის თეთრი ალამი. ალმის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. საქართველოს პრეზიდენტის დროშას შემოვლებული აქვს წითელი არშია წითელი კუწუბებით შიგნითა მხრიდან.
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 191 - საქართველოს პრეზიდენტის დროშის
დამტკიცების შესახებ